შეფ დე პარტი
Job description
"NQ Hospitality Management Group" აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი შეფის ასისტენტის პოზიციაზე ადმინისტრაციული მიმართულებით. თუ გაქვთ ორგანიზებულობის მაღალი უნარი, ხართ დეტალებზე ორიენტირებული და გსურთ კულინარიული სამყაროს ადმინისტრაციულ მართვაში ჩართვა, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა. ლოკაცია: ბათუმი ძირითადი მოვალეობები: ** აღმასრულებელი შეფისთვის ადმინისტრაციული მხარდაჭერის გაწევა ყოველდღიურ ოპერაციებში.` ** სამზარეულოს დოკუმენტაციის, ინვენტარიზაციის ანგარიშებისა და შეკვეთების წარმოება. ** მომწოდებლებთან კომუნიკაცია, ხელშეკრულებების მონიტორინგი და ხარჯების აღრიცხვა. ** HACCP (ჰასპი) სტანდარტების დაცვის ადმინისტრაციული კონტროლი და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება. ** პერსონალის გრაფიკების შედგენაში მონაწილეობა და შიდა კომუნიკაციის კოორდინაცია. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე (სასტუმრო/რესტორნების სექტორში) მუშაობის გამოცდილება. ** საოფისე პროგრამების (MS Office) გამართულად ფლობა. ** HACCP (ჰასპი) სტანდარტების ზოგადი ცოდნა და დოკუმენტაციის წარმოების უნარი. ** დროის ეფექტურად მართვისა და ორგანიზებულობის მაღალი უნარი. ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი. რას გთავაზობთ ჩვენს: ** პროფესიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს. ** კარიერული განვითარების შესაძლებლობებს დინამიკურ გუნდთან ერთად. დაინტერესების შემთხვევაში: გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: [email protected] გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ: აღმასრულებელი შეფის ასისტენტი