TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / შეფ დე პარტიე

შეფ დე პარტიე

atmosphere-restaurant Georgia ქართული
Posted Jul 14, 2026 12h ago apply by Aug 14, 2026

Job description

" რესტორანი Atmosphere ", რომელიც მდებარეობს ბათუმის ერთ-ერთ გამორჩეულ და ტურისტულად აქტიურ ლოკაციაზე — ანბანის კოშკში, წარმოადგენს უნიკალურ გასტრონომიულ სივრცეს, სადაც 360-გრადუსიანი პანორამული ხედები დახვეწილ კულინარიულ ხელოვნებას ერწყმის. ჩვენი კონცეფცია ეფუძნება ევროპული და თანამედროვე ქართული სამზარეულოს საუკეთესო ტრადიციების სინთეზს, უმაღლესი კლასის სერვისსა და გამორჩეულ გარემოს. თუ გაქვთ ამბიცია, შექმნათ გამორჩეული გემოები, მართოთ კულინარიული პროცესები უმაღლეს დონეზე და იყოთ ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული რესტორნის გუნდის წევრი, ეს ვაკანსია თქვენთვისაა. ჩვენ ვეძებთ გამოცდილ, დეტალებზე ორიენტირებულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე შეფ დე პარტს (Chef de Partie) . ძირითადი მოვალეობები: ** კონკრეტული სამზარეულოს სექციის მართვა და კონტროლი ** მაღალი ხარისხის კერძების მომზადება და სტანდარტების დაცვა ** ინვენტარის მართვა და სამუშაო პროცესების ორგანიზება ** გუნდის წევრებთან აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა ** სამზარეულოს სისუფთავისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა საკვალიფიკაციო მოთხოვნა: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ** პასუხისმგებლობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და გუნდურად მუშაობის უნარი ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ და პრესტიჟულ სამუშაო გარემოს ქალაქის ყველაზე გამორჩეულ ლოკაციაზე; ** პროფესიული განვითარების, იდეების რეალიზებისა და კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობას; დამატებითი ინფორმაცია: გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე: [email protected] , სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.