TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / შეფ-მზარეული

შეფ-მზარეული

fit-meal Georgia ქართული
Posted Jul 30, 2026 4 days ago apply by Aug 30, 2026

Job description

ჯანსაღი კვების კომპანია " ფიტ მილი " აცხადებს ვაკანსიას შეფ-მზარეულის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი - თბილისი, გაზაფხულის 13 სამუშაო განაკვეთი - სრული ანაზღაურება - 3500 ლარი ძირითადი მოვალეობები: ** სამზარეულოს საქმიანობის ზოგადი გეგმის შემუშავება; ** სამზარეულოს პერსონალის შერჩევა; ** სამზარეულოს პერსონალის საქმიანობის ანალიზი, მათი ფუნქციების განსაზღვრა, დავალებებისა და პასუხისმგებლობის განაწილება; ** სამზარეულოს პერსონალის ცვლებში მუშაობის საერთო წესის განსაზღვრა; ** კერძების მომზადება, გაფორმება; ** კერძების/პროდუქტების ხარისხის შემოწმება; ** უხარისხო პროდუქტის აღრიცხვა/ჩამოწერების წარმოება/კონტროლი; ** ყოველდღიური მენიუს ანალიზი; ** შეკვეთების განხილვა, კონტროლი; ** მიზანპლასების მომზადება; ** რეცეპტების შემუშავება, მენიუს თითოეული კერძის დამზადების ტექნოლოგიის ჩათვლით; ** ინვენტარიზაცია; ** პროდუქტების შეკვეთა მომწოდებლებთან; ** პროდუქტების შენახვა; ** სათავსოების, საცავების დალაგების, ტექნიკისა და მოწყობილობების გაწმენდის კონტროლი; ** ჭურჭლის, სამუშაო ინვენტარისა და მოწყობილობების რეცხვის ყოველდღიური კონტროლი; ** სამზარეულოს პროდუქციის გამოსავლიანობის ანალიზი; ** სამზარეულოში ჰიგიენის წესების დაცვის კონტროლი; ** სამზარეულოს საქმიანობის ხარისხის კონტროლი. ** სამზარეულოს მოწყობილობისა და ტექნიკის ყოველდღიური მოვლისა და აგრეთვე პროდუქტების შენახვის სპეციალური გეგმის შედგენა; ** სამზარეულოს დანადგარებისა და ტექნოლოგიის, უმი პროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, საკვებისა და სასმელების მოწყობილობის შერჩევა/შეძენა; საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები: ** სამზარეულოში მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება/აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბრენდ-შეფის ან აღმასრულებელი შეფ-მზარეულის პოზიციაზე; ** პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით; ** HACCP-ის სტანდარტების ცოდნა; ** ძლიერი ლიდერული, ორგანიზაციული და კომუნიკაციური უნარები. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.