TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / შეფ-მზარეული

შეფ-მზარეული

სასტუმრო Crowne Plaza Borjomi Georgia ქართული
Posted Jul 13, 2026 1 day ago apply by Aug 13, 2026

Job description

სასტუმრო " ქრაუნ პლაზა ბორჯომი ", რომელიც 2015 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და წარმოადგენს ინტერკონტინენტალ სასტუმროების ჯგუფის (IHG) წევრს, აცხადებს ვაკანსიას შეფ-მზარეულის პოზიციაზე. ლოკაცია: ბორჯომი პოზიციის მიზანი: აღმასრულებელი შეფ-მზარეული პასუხისმგებელია სასტუმროს სამზარეულოს სრული ოპერაციული მართვის, მენიუს განვითარების, საკვების ხარისხის სტანდარტების დაცვის, ჰიგიენის ნორმების კონტროლისა და გუნდის ეფექტური ხელმძღვანელობისთვის. სამუშაო აღწერილობა: ** სამზარეულოს ყოველდღიური ოპერაციების ორგანიზება და კონტროლი; ** მენიუს დაგეგმვა, განახლება და სეზონურ მოთხოვნებზე მორგება; ** კერძების ხარისხის, გემოსა და ვიზუალური სტანდარტების მუდმივი კონტროლი; ** ახალი რეცეპტებისა და კონცეფციების შემუშავება; ** საკვების ხარჯების (Food Cost) კონტროლი და ოპტიმიზაცია; ** მარაგების მართვა, ინვენტარიზაციის კონტროლი და შეკვეთების დაგეგმვა; ** მომწოდებლებთან მუშაობა და პროდუქციის ხარისხის კონტროლი; ** ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების (HACCP) დაცვა; ** სამზარეულოს პერსონალის შერჩევა, გადამზადება და მართვა; ** სამუშაო გრაფიკების დაგეგმვა და შრომის ეფექტური განაწილება; ** შიდა პოლიტიკებისა და სტანდარტების დაცვა; ** სხვა დეპარტამენტებთან (F&B, რესტორანი, ბანკეტები) კოორდინაცია; ** სტუმრების უკუკავშირის ანალიზი და შესაბამისი რეაგირება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** შეფ-მზარეულის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება; ** კულინარიული განათლება; ** სხვადასხვა სამზარეულოს მიმართულების ცოდნა (ევროპული, ადგილობრივი და სხვა); ** მენიუს დაგეგმვისა და Food Cost-ის მართვის გამოცდილება; ** HACCP-ისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების ცოდნა; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; ** უცხო ენების ცოდნა. სამუშაო პირობები: ** სრული სამუშაო განაკვეთი; ** მოძრავი ცვლები; ** კონკურენტული ანაზღაურება (განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით). გთავაზობთ: ** კვებას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** სტაბილურ სამუშაო გარემოსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას. დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, ელფოსტის Subject-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. გისურვებთ წარმატებას! წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს "პარკ ჰოტელმა" შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე მოწვევის ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.