შესყიდვების ადმინისტრაციული ასისტენტი
Job description
კომპანია "გლობალ ნოვა ლოჯისტიკ" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე. ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის მიერ განსახორციელებელი შესყიდვების კოორდინაცია; ** ხარჯების ოპტიმიზაცია და შესყიდვების პროცესის გაუმჯობესება; ** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება, ფასების მუდმივი შედარება და პროდუქციის შეძენა საუკეთესო პირობებით; ** შესყიდვების გეგმის შედგენა პროექტების მოთხოვნის შესაბამისად; ** მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება; ** ბაზრის ტენდენციების და რისკების ანალიზი - ფასების ცვლილებებისა და ლოგისტიკური რისკების გათვალისწინებით; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე და სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე (MS Word, Excel, PowerPoint) ** ინგლისური B1-B2 დონეზე ცოდნა სავალდებულოა ! ანაზღაურება: 1800- 2200 ლარი , დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე მისამართი: კახეთის გზატკეცილი, ქიზიყის ქუჩა 63 სამუშაო ადგილზე, 8 საათიანი გრაფიკით, 10:00 საათიდან 18:00 სთ-მდე პიროვნული უნარ-ჩვევები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** ორგანიზებულობა; ** დროის მართვის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected] და სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - შესყიდვების და ადმინისტრაციული მენეჯერი. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენი კომპანიის მიერ და შეინახება მონაცემები 1 თვის განმავლობაში, რეზიუმეს გადმოგზავნით აცხადებთ თანხმობას პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 28 ივლისის ჩათვლით.