შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
Job description
"Dreamland Oasis Chakvi" წარმოადგენს საქართველოში პირველ, პრემიუმ კლასის დასასვენებელ და საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს დაბა ჩაქვში, აჭარის ულამაზეს მთიანეთსა და შავი ზღვის სანაპიროს შორის. კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ კატეგორიის სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, ასევე გართობისა და დასვენებისათვის განკუთვნილ სივრცეებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს: ** https://www.linkedin.com/company/4870928/admin/ ** https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage ** https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/ კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი - სრული სამუშაო ადგილი - ჩაქვი უშუალო ხელმძღვანელი - ფინანსური დირექტორი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის შესყიდვების დეპარტამენტის საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა; ** კომპანიის შესყიდვების პოლიტიკისა და შიდა პროცედურების დანერგვა და კონტროლი; ** ტენდერების სრული ციკლის მართვა - სატენდერო მოთხოვნების მომზადება, მომწოდებლების მოძიება, შეთავაზებების მიღება, შეფასება, ანალიზი და გამარჯვებული მომწოდებლის შერჩევის პროცესის ორგანიზება; ** ტენდერების გამჭვირვალობის, კონკურენტუნარიანობისა და კომპანიის ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა; ** ბაზრის კვლევა, ფასების ანალიზი და ალტერნატიული მომწოდებლების მოძიება; ** სტრატეგიულ მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების პირობების შეთანხმება; ** შესყიდვების ბიუჯეტის დაგეგმვა და შესრულების კონტროლი; ** მარაგების ოპტიმალური დონის კონტროლი და შესყიდვების დაგეგმვა გაყიდვების პროგნოზების შესაბამისად; ** იმპორტის პროცესების, ლოჯისტიკისა და საბაჟო პროცედურების კოორდინაციის ზედამხედველობა; ** შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების, დოკუმენტაციისა და ანგარიშგების კონტროლი; ** მომწოდებლების საქმიანობის პერიოდული შეფასება და მათი განვითარების ხელშეწყობა; ** შესყიდვების დეპარტამენტის თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია, შეფასება და განვითარება; ** ხელმძღვანელობისთვის ანალიტიკური ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება. საჭირო კვალიფიკაცია, ცოდნა, თვისებები & უნარები: ** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის, ლოჯისტიკის ან მონათესავე მიმართულებით; ** შესყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ტენდერების დაგეგმვისა და მართვის პრაქტიკული გამოცდილება; ** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმატებით წარმოების გამოცდილება; ** შესყიდვების, ლოჯისტიკისა და მარაგების მართვის პროცესების საფუძვლიანი ცოდნა; ** ფინანსური ანალიზისა და ბიუჯეტის მართვის უნარი; ** MS Office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (განსაკუთრებით Excel); ** ERP/PMS ან სხვა შესყიდვების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ინგლისური ენის ცოდნა; დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** ლიდერული და მენეჯერული უნარები; ** ძლიერი მოლაპარაკებების წარმოების უნარი; ** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება; ** გადაწყვეტილებების სწრაფად და ობიექტურად მიღების უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. შერჩევის ეტაპები: 1. განაცხადების გადარჩევა 2. გასაუბრება დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას! აპლიკანტის ინფორმირება: მე, როგორც აპლიკანტი, ჩემი სააპლიკაციო განაცხადის ან/და რეზიუმეს (CV) შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნით ვადასტურებ, რომ შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მხრიდან ინფორმირებული ვარ შემდეგზე: 1. ჩემ მიერ მიწოდებულ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს შპს "დრიმლენდ ოაზისი" (ტელ: 032 247 22 33). 2. ჩემი პერსონალური მონაცემები, შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ მუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" (ჩემთან გარიგების დასადებად) და "კ" (ჩემი რეზიუმეს განსახილველად) ქვეპუნქტების საფუძველზე, ჩემთან სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით. 3. ჩემ მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდება სავალდებულოა/აუცილებელია ჩემი კანდიდატურის განსახილველად, ხოლო, მიუწოდებლობა წარმოადგენს შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ ჩემი კანდიდატურის განხილვაზე უარის თქმის საფუძველს. 4. შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერია შპს "დატაპრო" (ტელ: +995 595 018 956). 5. ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში ჩართულია იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელსაც ეკუთვნის ვაკანსია და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული შერჩევის პროცესში. თითოეულ მათგანს გაცნობიერებული აქვს პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა და ნაკისრი აქვს მათი დაცვის ვალდებულება. 6. შპს "დრიმლენდ ოაზისი" არ გეგმავს ჩემი პერსონალური მონაცემების სხვა პირებისათვის გადაცემას, მათ შორის საერთაშორისო გადაცემას. 7. ჩემი პერსონალური მონაცემები ინახება ჩემ მიერ მისი მიწოდებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა, ხოლო, ჩემთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მიღებული იქნება დამატებითი გადაწყვეტილება ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადებთან დაკავშირებით. 8. მაქვს შემდეგი უფლებები: მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების მოთხოვნის უფლება; მონაცემების დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის უფლება; მონაცემთა დაბლოკვის მოთხოვნის უფლება; მონაცემთა გადატანის მოთხოვნის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების და აღნიშნული კანონით დადგენილი წესების შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ დარღვევის შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ან სასამართლოში გასაჩივრების უფლება.