შესყიდვების მენეჯერი
Job description
შპს "ბაიკლენდი" მოტობიზნესში დღეს-დღეობით ყველაზე წარმატებული და მზარდი კომპანიაა სამხრეთ კავკასიის რეგიონში. იგი ბაზარზე წარმოდგენილია 2014 წლიდან და არის მოტო ტექნიკის ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური დილერი, როგორებიცაა: MV AGUSTA, BENELLI, KEEWAY, QOODER, ITALJET, KAYO, RIEJU, TGB, და ა.შ. "ბაიკლენდი" მომხმარებლებს სთავაზობს მოტოციკლეტების, კვადროციკლების, სკუტერების და ასევე სრული ეკიპირების, აქსესუარების და სათადარიგო ნაწილების ფართო არჩევანს. კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია მოვალეობები: ** შესყიდვის მოთხოვნების დამუშავება შესაბამის კოლეგებთან, ბიუჯეტირება და ხელმძღვანელთან შეთანხმება. ** მოლაპარაკებების წარმოება არსებულ და პოტენციურ მომწოდებლებთან. ** ახალი მომწოდებლების მოძიება, პროდუქტებთან დაკავშირებით მუდმივი ჩართულობა, ფასების დადგენა და შესყიდვების ინიცირება. ** მომწოდებლებთან მუდმივი კომუნიკაცია და შესყიდვისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება. ** მომწოდებლებთან ხელშეკრულებების მომზადებაში მონაწილეობა და მათი სპეციფიკაციების ცოდნა; ** შესყიდვების დროული და ეფექტური განხორციელება. ** შესყიდული პროდუქციის კომპანიაში მიღებამდე ყველა პროცესის მართვა/მონიტორინგი. ** გადამზიდავ ლოჯისტიკურ კომპანიებთან და საბაჟო უწყებებთან მუდმივი კომუნიკაცია და შესყიდული პროდუქციის ტრანსპორტირების ეფექტური მართვა. ** რეგისტრაციის წარმოება ელექტრონულ პლატფორმებზე და შემდგომში მათი მართვა; ** მომწოდებლების შეფასება. ** სატენდერო პროცედურებსა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა; ** ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ** ინგლისური და რუსული ენების ფლობა ** სამუშაო გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით ** ლოჯისტიკის და საბაჟო მიმართულებით შესაბამისი პროცედურების ცოდნა. ** საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა მაღალ დონეზე კომპეტენცია და უნარები: ** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** დროის დაგეგმვისა და მართვის უნარი ** ანალიტიკური აზროვნების უნარი ** დეტალებსა და სიზუსტეზე კონცენტრირება ** შედეგებზე ორიენტირებულობა ** ეთიკური ქცევა და კეთილსინდისიერება ** კარგი ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი ** გუნდური მუშაობის უნარი დამატებითი ინფორმაცია: ** სამუშაო გრაფიკი: სრული; ** კომფორტული და სტაბილური სამუშაო გარემო. ** ანაზღაურება - შეთანხმებით, ცოდნისა და კვალიფიკაციის გათვალისწინების საფუძველზე; დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "შესყიდვების მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.