TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / შესყიდვების მენეჯერი

შესყიდვების მენეჯერი

fin-bureau Georgia ქართული
Posted Jul 27, 2026 1 day ago apply by Aug 27, 2026

Job description

" ფინბიურო " სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში მუშაობს 2015 წლიდან. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა, ამ მიზნით შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან. "ფინბიურო" აერთიანებს 19 ფილიალსა და 800-ზე მეტ თანამშრომელს. "ფინბიურო" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-დან 19:00-მდე; ანაზღაურება: 2200ლ ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიისთვის საჭირო ყველა სახის ინვენტარისა და მასალის შეძენა ** შესყიდვის განხორციელებამდე ბაზრის მოკვლევის ჩატარება და მომწოდებლების შედარებითი ანალიზი ** საწვავის ყოველდღიური მონიტორინგი, ლიმიტების დამატების განხილვა და დარიცხვა, ჩამოწერა ** ოფისების მოწყობის კოორდინაცია დადგენილი სტანდარტების შესაბამისად ** საბეჭდი კარტრიჯების დამუხტვის პროცესის ორგანიზება და კონტროლი ** ბუღალტერიისთვის გადასარიცხი ინვოისების მიწოდება და კონტროლი ** წლიური ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობა ** ძირითადი საშუალებების აღწერა ** ფილიალებში წარმოქმნილი ადმინისტრაციული პრობლემების მოგვარება ** ოფისების ჰიგიენისა და აღჭურვილობის ხარისხის მონიტორინგი ** დიასახლისების საქმიანობის მონიტორინგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია ბუღალტერიის საფუძვლების ცოდნა) ** შესყიდვების ან მომწოდებლებთან მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; პიროვნული უნარები: ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა. დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected] . სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "შესყიდვების მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.