შესყიდვების მენეჯერი
Job description
Courtyard by Marriott Batumi აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის (Procurement Manager) პოზიციაზე. დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი სამუშაო გრაფიკი: 5/2 სამუშაო სათები: 09:00-18:00 ძირიადი მოვალეობები: სასტუმროსთვის საჭირო პროდუქციის, მასალებისა და მომსახურებების შესყიდვის პროცესის ორგანიზება; მომწოდებლებთან კომუნიკაცია, მოლაპარაკებების წარმოება და საუკეთესო კომერციული პირობების უზრუნველყოფა; ფასების, ხარისხისა და მიწოდების ვადების კონტროლი; შეკვეთების მომზადება, შესრულების მონიტორინგი და დოკუმენტაციის მართვა; საწყობის მარაგების კონტროლი და საჭიროებების დროული დაგეგმვა; სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური თანამშრომლობა შესყიდვების პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით; კომპანიის შიდა სტანდარტებისა და პროცედურების დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: შესყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება; უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მომიჯნავე მიმართულებით); Microsoft Office-ის პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ანალიტიკური აზროვნება და ორგანიზებული მუშაობის უნარი. თანამშრომლის ძირითადი თვისებები: მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოების უნარი; კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობა; დროის ეფექტურად მართვის უნარი; სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; კეთილსინდისიერება და ეთიკური სტანდარტების დაცვა; ინიციატივიანობა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი. თუ გსურთ გახდეთ საერთაშორისო ბრენდის გუნდის წევრი და თქვენი გამოცდილებით წვლილი შეიტანოთ Courtyard by Marriott Batumi-ის წარმატებაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: [email protected]