TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი

შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი

akhali-khedva Georgia ქართული
Posted Jul 14, 2026 1 day ago apply by Aug 14, 2026

Job description

" ახალი ხედვა " წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან სამედიცინო ჯგუფს საქართველოში, რომელიც ოპერირებს ორთოპედიის, ტრავმატოლოგიის, ანგიოლოგიის, ინდივიდუალური ინსოლების, რეაბილიტაციისა და სამედიცინო საცალო ქსელის მიმართულებით. კომპანია აერთიანებს პროფესიულ და საცალო გაყიდვებს, კატეგორიის მენეჯერებს, მარკეტინგის მიმართულებას და მრავალპროფილურ კომერციულ გუნდს. სამედიცინო ჯგუფი ახალი ხედვა აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი სამუშაო განაკვეთი: 09:00 - 18:00 სთ ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** პროდუქციის შესყიდვებთან დაკავშირებული პოლიტიკის შექმნა;. ** კომპანიის შესყიდვებისა და მიწოდების სრული ციკლის ეფექტური დაგეგმვა/მართვა/კონტროლი; ** კომერციული და არაკომერციული შესყიდვების განხორციელება; ** პოტენციურ და არსებულ მომწოდებლებთან დაკავშირება და მოლაპარაკების წარმოება; ** მომწოდებელთა ბაზის შექმნა და განახლება საჭიროებისამებრ; ** ნაშთების კონტროლი, შეკვეთების ინიცირება და ანალიზი გაყიდვებისა და არსებული ნაშთიდან გამომდინარე (პროდუქციის დეფიციტისა და სიჭარბის თავიდან აცილების მიზნით); ** საჭიროების შემთხვევაში ჩამოსული პროდუქციის ექსპერტიზის უზრუნველყოფა; ** ფინანსური ანგარიშსწორების შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და გადარიცხვების კონტროლი; ** სატრანსპორტო კომპანიებთან ურთიერთობა, თითოეული შეკვეთისას ფასთა მოკვლევა; ** ტვირთის ტრანსპორტირებასთან (პროდუქციის განბაჟება, ჩამოცლა/დატვირთვა, საწყობში მიტანის კონტროლი) დაკავშირებული პროცესის სრული მონიტორინგის უზრუნველყოფა; ** საბაჟო სამსახურისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და პროცედურების კონტროლო; ** ტენდერის პირობებით გათვალისწინებული ტექნიკური დავალების მიხედვით სატენდერო დოკუმენტაციის დამუშავება, თარგმნა და შესაბამისი საქონლის მოძიება; ** დაქვემდებარებული თანამშრომლ (ებ)ის მართვა, კონტროლი, მოტივაცია, განვითარებაზე ზრუნვა; ** შესრულებული, დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ანგარიშების, პერიოდული რეპორტინგის მომზადება/წარდგენა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** საერთაშორისო შესყიდვების სფეროში მინ. 2 წლიანი გამოცდილება; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება; ** აუცილებელია საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა; ** აუცილებელია უცხო ენის მაღალ დონეზე ცოდნა. დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი). გაცნობებთ, რომ კონკურსის ფარგლებში თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, დამუშავდება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის ვადით. ამასთან, თუ გსურთ თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შემდგომში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი თანხმობის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] აღნიშნული თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ამავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 თავით მინიჭებული უფლების ფარგლებში. თანხმობის შემთხვევაში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, განაცხადის (CV) შენახვა მოხდება კონკურსის დასრულებიდან/შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.