შესყიდვებისა და ლოგისტიკის მენეჯერი
Job description
შპს "პალატი" 2022 წელს დაარსდა. კომპანიის მაღალტექნოლოგიური წარმოება პასუხობს ნებისმიერი სირთულის საინჟინრო მოთხოვნას სამშენებლო თუ ავეჯის წარმოების სფეროში. პალატის პარტნიორთა რიგებშია ამერიკისა და ევროპის წარმატებული კომპანიები, ხოლო ექსპორტი საერთაშორისო სერტიფიცირებითა და ხარისხის კონტროლით ხორციელდება. კომპანიის წარმატების მთავარი მამოძრავებელი ძალა 400-მდე პროფესიონალის ერთობლივი ძალისხმევა და საერთო ღირებულებებია. კომპანია "პალატი" ეძებს გუნდის ახალ წევრს შესყიდვებისა და ლოგისტიკის მენეჯერის თანამდებობაზე. სამუშაო ადგილი: ქ.რუსთავი , გ.მაზნიაშვილის № 4 სამუშაო ფორმატი: ადგილზე (On-site) ჩვენთან დასაქმებით გპირდებით: ** მზარდ და მუდმივად განვითარებად კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას; ** კონკურენტულ და მზარდ შრომის ანაზღაურებას; ** კომპანიის მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; ** კომპანიის მიერ დაფინანსებულ, მობილურის ულიმიტო კორპორაციულ პაკეტს; ** ყოველდღიურ კვებას, რომელსაც კომპანია უზრუნველყოფს (თანამშრომლის სიმბოლური თანამონაწილეობით); ** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** საერთაშორისო შესყიდვების სტრატეგიისა და პროცესების დაგეგმვა, მართვა და ეფექტიანი განხორციელება; ** ნედლეულის, მასალებისა და ტექნიკური რესურსების საერთაშორისო ბაზარზე შესყიდვის სრული ციკლის კოორდინაცია; ** არსებული და ახალი საერთაშორისო მომწოდებლების მოძიება, შეფასება, პირობების ანალიზი და ურთიერთობების მართვა; ** მომწოდებლებთან კომერციული მოლაპარაკებების წარმოება (ფასები, ვადები, მიწოდების პირობები); ** შესყიდვის კონტრაქტების მართვა და შესრულების კონტროლი; ** ბაზრის კვლევა, ფასების მონიტორინგი და შესყიდვების პროცესების ოპტიმიზაცია; ** იმპორტის, ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკური პროცესების სრული კოორდინაცია; ** ლოგისტიკური პარტნიორების შერჩევა, ტენდერების ორგანიზება და საუკეთესო პირობების უზრუნველყოფა; ** გადაზიდვების დაგეგმვა, სატარიფო მონაცემების ანალიზი და ლოგისტიკური ხარჯების ოპტიმიზაცია; ** მენეჯმენტისთვის პერიოდული ანგარიშგების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, საერთაშორისო ვაჭრობის, ლოგისტიკის ან შესაბამისი მიმართულებით); ** საერთაშორისო შესყიდვებისა და ლოგისტიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ** უცხო ენების ცოდნა - (რუსულად და ინგლისურად ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი) ** საერთაშორისო მომწოდებლებთან კომუნიკაციისა და კომერციული მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება; ** MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, ცოდნა; პიროვნული უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კეთილსინდისიერება და სანდოობაა; ** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები, შედეგზე ორიენტირებულობა. ** ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვის უნარი; ** პრობლემების გადაჭრისა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "საერთაშორისო შესყიდვებისა და ლოგისტიკის მენეჯერი". განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 21 აგვისტო, 2026 წ . გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://palatillc.com/ შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით. შპს "პალატი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!