შესყიდვებისა და ლოგისტიკის მენეჯერი
Job description
"ჯორჯიან სივილ ქონსთრაქშენი" სამშენებლო ბაზარზე მრავალი წელია ოპერირებს. კომპანიის მიმდინარე ანგარიშზეა 400 000 მ2-ზე მეტი სამშენებლო მოცულობის განხორციელებული პროექტები. პოზიცია: შესყიდვებისა და ლოგისტიკის მენეჯერი ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და შეთანხმების მიხედვით ფუნქცია-მოვალეობები: ** ობიექტის მენეჯერებისგან მასალების მოთხოვნის მიღება, დამუშავება და პრიორიტეტების განსაზღვრა. ** მცირე და გადაუდებელი შესყიდვების დამოუკიდებლად განხორციელება (ლოკალური ბაზრობებიდან, სპეციალიზებული მაღაზიებიდან). ** ბაზრის მუდმივი მონიტორინგი საუკეთესო ფასის, ხარისხისა და მიწოდების პირობების მისაღებად. ** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება, ფასდაკლებებისა და ხელსაყრელი პირობების მოპოვება. ** საკუთარი ან კომპანიის ავტომანქანით მუდმივი გადაადგილება შესყიდვის წერტილებსა და კომპანიის აქტიურ სამშენებლო ობიექტებს შორის. ** შეკვეთილი მასალების, ხელსაწყოებისა თუ მცირე ინვენტარის უსაფრთხო ტრანსპორტირება და ობიექტებზე დროული მიწოდება. ** ობიექტზე მასალების ჩაბარება-მიღების პროცესის კონტროლი (ობიექტზე პასუხისმგებელ პირთან ერთად). ** შესყიდული საქონლის პირველადი ფინანსური საბუთების (ინვოისები, ზედნადებები, ჩეკები) შეგროვება, მოწესრიგება და ბუღალტერიისთვის დროულად გადაცემა. ** გაცემული სამუშაო ავანსების დეტალური და ზუსტი ანგარიშსწორება. ** მიწოდებული მასალების ხარისხობრივი და რაოდენობრივი შესაბამისობის შემოწმება პირველად შეკვეთასთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მართვის მოწმობა (B კატეგორია) და მართვის აქტიური, უსაფრთხო გამოცდილება თბილისსა და მის შემოგარენში სამშენებლო მასალების ძირითადი სავაჭრო წერტილების (მაგ. ელიავა, დომინო, გორგია და სხვა სპეციალიზებული მომწოდებლები) კარგი ცოდნა. ** სამშენებლო/სარემონტო მასალებისა და ხელსაწყოების საბაზისო დონეზე ცოდნა ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება (სასურველია სამშენებლო მიმართულებით). ** საოფისე პროგრამების (MS Excel, ელფოსტა) ელემენტარულ დონეზე ფლობა რეპორტინგისთვის. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.