TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერი

შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერი

Smart Recruiters Georgia Georgia ქართული
Posted Jul 13, 2026 1 day ago apply by Aug 13, 2026

Job description

შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერი " Smart Recruiters Georgia " პარტნიორი კომპანიისთვის ეძებს მოტივირებულ და გამოცდილ პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და ლოჯისტიკის ეფექტურ მართვას დინამიკურ, სწრაფად მზარდ F&B გარემოში. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** მიწოდების ჯაჭვი და ლოჯისტიკა: პროდუქციის გადაზიდვის სრული ციკლის ორგანიზება. სხვადასხვა ინკოტერმის პირობების ანალიზი და გადამზიდავებთან საუკეთესო სატარიფო პირობებზე მოლაპარაკებების წარმოება. ტრანსპორტირების ვადების კონტროლი და ლოჯისტიკური გრაფიკის სინქრონიზაცია საწყობში არსებულ მარაგებთან. ** შესყიდვების სტრატეგია და მომწოდებლებთან ურთიერთობა: პოტენციური პარტნიორების მოძიება, შეფასება და მათთან კომერციული ხელშეკრულებების გაფორმება. კომპანიის საჭიროებებსა და ბიუჯეტზე მორგებული შესყიდვების გეგმის შემუშავება და საუკეთესო ალტერნატივების შერჩევა. ** სასაწყობე მეურნეობის მართვა: საწყობში მიმდინარე ყოველდღიური ოპერაციების (ტვირთის მიღება, განთავსება, აღრიცხვა, გაცემა) ზედამხედველობა. მარაგების ზუსტი კონტროლი და პროდუქციის შენახვის პირობების დაცვა. ** ხარისხის კონტროლი: ყოველდღიურ ოპერაციებში HACCP-ისა და კომპანიის შიდა ხარისხის სტანდარტების მკაცრი დაცვის უზრუნველყოფა. რეგულაციებთან სრული შესაბამისობის მონიტორინგი. ** საბაჟო პროცედურები და ადმინისტრირება: იმპორტისა და ექსპორტის ოპერაციების შეუფერხებელი წარმართვა, საბაჟო სტრუქტურებთან აქტიური კომუნიკაცია და თანმდევი დოკუმენტაციის სრულყოფილად მართვა. ** ფინანსური ანალიზი და პროცესების ოპტიმიზაცია: საოპერაციო ბიუჯეტის მართვა და ფულადი ნაკადების რეპორტინგი. არსებული მართვის სისტემების შეფასება, ხარვეზების აღმოფხვრა და დანახარჯების შემცირებაზე ორიენტირებული ცვლილებების დანერგვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები: ** გამოცდილება: შესყიდვების, ლოჯისტიკისა და მომწოდებლებთან ურთიერთობის მართვის მყარი სამუშაო გამოცდილება (სასურველია კვებისა და სასმელების - F&B სექტორში). საერთაშორისო შესყიდვებისა და საბაჟო/საიმპორტო პროცედურების სიღრმისეული ცოდნა. ** ენების ცოდნა: ინგლისური და რუსული ენების ფლობა. ** უნარები: მოლაპარაკებების წარმოებისა და დარწმუნების გამორჩეული უნარი. სტრესულ სიტუაციებში სწრაფი, შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი. ** პიროვნული თვისებები: ღია, პირდაპირი და გამჭვირვალე კომუნიკაციის სტილი. მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, სანდოობა და კულტურული თავსებადობა კომპანიის ღირებულებებთან. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . სათაურის (Subject) ველში მიუთითეთ: "შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერი". "Smart Recruiters Georgia" გისურვებთ წარმატებებს!