TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / შინმოვლის მედდა

შინმოვლის მედდა

Posted Jul 17, 2026 1 day ago apply by Jul 31, 2026

Job description

"საქართველოს კარიტასი" აცხადებს ვაკანსიას შინმოვლის მედდის თანამდებობაზე თანამდებობა: ექთანი პროგრამა/პროექტი: დასავლეთ საქართველოს პროგრამა დასაქმების ტიპი: ხელშეკრულება სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ვაკანსია ღიაა: ყველა დაინტერესებული პირისთვის ხანგრძლივობა: გრძელვადიანი, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით; ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი , ნიუპოტრის 10 სამუშაო მიზანი: პროგრამის ექთანი პასუხისმგებელია პროექტის გათვალისწინებული მოვალეობების ეფექტურ და დროულ შესრულებაზე. ძირითადი მოვალეობები: ** ბინაზე ავადმყოფების მონახულება; ** ავადმყოფისათვის პროფილაქტიკური, სამკურნალო, ჰიგიენური და რეაბილიტაციური მომსახურების მიწოდება შესაბამისის სტანდარტის გათვალისწინებით. ** ექიმის დანიშნულების კვალიფიციურად შესრულება ** ავადმყოფთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ღონისძიებების განხორციელება (ინდივიდუალური მოვლის გეგმის შემუშავება პროექტის კოორდინატორთან ერთად, კვირის მუშაობის გრაფიკის შემუშავება, ინფორმაციის მომზადება და წარდგენა), ** პაციენტების ინტერესების ადვოკატირება. ** პაციენტებისა და არაფორმალური მომვლელების ინფორმირება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ** პაციენტის მოვლისა და სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება ** შინ მოვლის სამსახურის თანამშრომელთა ყოველკვირეულ შეხვედრებში მონაწილეობა . საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლება: ექთნის კვალიფიკაცია ** გამოცდილება: სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი ** სასურველია: რუსული ენის ცოდნა პიროვნული თვისებები: ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ-ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება; ** კომუნიკაციის კარგი უნარები, გუნდში მუშაობის გამოცდილება; ** წერითი და ანალიტიკური უნარები; ** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა. ჰონორარი/ ხელფასი: საქართველოში არსებული მსგავსი პოზიციების ხელფასების ოდენობაზე და გამოცდილებზე დაყრდნობით. განაცხადის შეტანა: სათანადო კვალიფიკაცის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე: [email protected] . გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიცია. "საქართველოს კარიტასი" მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.. განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 31/07/2026 ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში. მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: www.caritas.ge ; https://www.facebook.com/CaritasGeorgiaSakartvelo ;