TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / შრომის უსაფრთხოების მენეჯერი

შრომის უსაფრთხოების მენეჯერი

Posted Jul 09, 2026 1 day ago apply by Jul 20, 2026

Job description

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ მის გაერთიანებაში შემავალი სამედიცინო დაწესებულებისთვის ეძებს შრომის უსაფრთხოების მენეჯერს . სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ. მოვალეობები: შრომის უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციათა მართვის პოლიტიკის შემუშავება; შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენციის მიზნით, ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვისა და მართვის უზრუნველყოფა; შრომის უსაფრთხოების რისკების თავიდან აცილების გეგმის შემუშავება, მისი კონტროლი, შეფასება და მათი პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება; საფრთხის შემცველი ფაქტორების გამოვლენა და პრევენციული ღონისძიებების შემუშავება და მათი გატარება; ხანძარსაწინააღმდეგო და ევაკუაციის გეგმის შემუშავება და განახლება; უბედური შემთხვევების ალბათობის პრევენცია; კომპანიის შრომის უსაფრთხოების დაცვის მარეგულირებელი დოკუმენტების პერიოდული განახლება კანონმდებლობის შესაბამისად და თანამშრომელთათვის გაცნობა, თანამშრომლების შრომის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და მათთვის შესაბამისი ქცევის სტანდარტების დადგენა; ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ნორმატივების შემუშავება; ტრენინგებისა, ინსტრუქტაჟებისა და კანონით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების შემუშავება და თანამშრომლებისთვის მათი გაცნობა/ჩატარება; შრომის უსაფრთხოების საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება და მენეჯმენტისთვის მათი გაცნობა. ჩანაწერების და რეპორტინგის წარმოება. კვალიფიკაცია და მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; შრომის უსაფრთხოების სრული აკრედიტებული პროგრამის სერტიფიკატის ფლობა; შრომის უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება; საოფისე პროგრამების ცოდნა; პიროვნული მახასიათებლები: ეფექტური კომუნიკაციის უნარი; გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი; ახალ გარემოებებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი; დროის ეფექტური მართვის უნარი; პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული, პუნქტუალური და შედეგებზე ორიენტირებული. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებიმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს- [email protected]