TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

ციტადელი თბილისი ქართული
Posted Jul 20, 2026 1 day ago apply by Aug 18, 2026

Job description

კომპანია " ციტადელი " აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე ქალაქ თბილისში. კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა. კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal" და სხვა. კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. კომპანია "ციტადელი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com "ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე. ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: ჯანმრთელობის დაზღვევას; განსხვავებულ და კონკურენტულ სახელფასო დანამატებს; კომფორტულ სამუშაო გარემოს; მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს. ძირითადი მოვალეობები: განახორციელოს უსაფრთხოების რისკების შეფასება; მიიღოს მონაწილოება შრომის უსაფრთხოების ინსტრუქციების შედგენაში; მიიღოს მონაწილეობა კომპანიის შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებაში; განახორციელოს სამუშაო ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების მონიტორინგი; მიიღოს მონაწილეობა კანონმდებლობით განსაზღვრული აუცილებელი დოკუმენტაციის შედგენაში; მიიღოს მონაწილეობა საგანგებო სიტუაციების მართვის განხორციელებაში; განახორციელოს უსაფრთხოების რისკების შეფასება; მოახდინოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შერჩევა და უზრუნველყოს გამოყენების კონტროლი; რეგულარულად ჩაატაროს სწავლება, ტრენინგები და ინსტრუქტაჟი შრომის უსაფრთხოების საკითხებში, დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისად; მოიკვლიოს სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევები და ინციდენტები, განახორციელოს მათი აღრიცხვა, რეგისტრაცია და ანგარიშგება; იზრუნოს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე შრომის უსაფრთხოების კუთხით; უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციისათვის ციფრული ბაზის შემუშავება და საჭიროებისამებრ ყოველდღიურად განახორციელოს განახლება/კონტროლი; ძირითადი მოთხოვნები: აკრედიტირებული შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატის ქონა; მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; საოფისე პროგრამების ფლობა; უცხო ენები: ინგლისური (სასურველია) პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები კომუნიკაბელური; დეტალებზე ორიენტირებული; ორაგანიზებული; ოპერატიული; განვითარებაზე ორიენტირებული; მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული; სამუშაო გრაფიკი: სრული. ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, აგლაძის 32. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2026 წლის 26 აგვისტოს ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება. გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. გისურვებთ წარმატებას!