შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
Job description
კომპანია "როიალ სეიფთი გრუპ" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე თერჯოლაში . კომპანია მრავალი წლის განმავლობაში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სხვადასხვა სექტორში წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანია წარმატებით თანამშრომლობს საერთაშორისო და ადგილობრვი მსხვილ კომპანიებთან, როგორებიცაა "Sispitches Georgia", "Oda Dezeen", "ქორთიარდ კოლექშენ", "ჯეიეი პროჯეტს" და სხვა. მორიგი საერთაშორისო პროექტისთვის კომპანია აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებულ (ან დიპლომირებულ) სპეციალისტის პოზიციაზე თერჯოლაში. ჩვენთან გთავაზობთ: ჯანმრთელობის დაზღვევას; კომფორტულ სამუშაო გარემოს; მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს; ინოვაციურ პროექტში საინტერესო გამოცდილებას. ძირითადი მოვალეობები: განახორციელოს უსაფრთხოების საფრთხის იდენტიფიცირებისა და რისკების დოკუმენტის შედგენა; სწავლება/ინსტრუქტაჟების ჩატარება და დოკუმენტირება; შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება; ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების სისტემატური მონიტორინგი; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შედგენა; საგანგებო სიტუაციების მართვის განხორციელებაში; დანერგოს სამშენებლო ობიექტზე ყოველკვირეული რეპორტინგის სისტემა; მოახდინოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შერჩევა და უზრუნველყოს გამოყენების კონტროლი; მოიკვლიოს სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევები და ინციდენტები, განახორციელოს მათი აღრიცხვა, რეგისტრაცია და ანგარიშგება; იზრუნოს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე შრომის უსაფრთხოების კუთხით; უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციისათვის ციფრული ბაზის შემუშავება და საჭიროებისამებრ ყოველდღიურად განახორციელოს განახლება/კონტროლი; ძირითადი მოთხოვნები: აკრედიტირებული შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატი ან დიპლომი; მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; საოფისე პროგრამების ფლობა (word, excel, ppt); უცხო ენები: ინგლისური (საკომუნიკაციო დონეზე) პიროვნეული მახასიათებლები: კომუნიკაბელური; დეტალებზე ორიენტირებული; ორაგანიზებული; ოპერატიული; განვითარებაზე ორიენტირებული; მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული ანაზღაურება: 2000-2500 გამოცდილების შესაბამისად სამუშაო გრაფიკი: სრული. ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თერჯოლა დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2026 წლის 31 ივლისის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება (შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი: თერჯოლა). დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995599095563 გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. შენიშვნა: რეზიუმეს წარმოდგენით კანდიდატი ადასტურებს, რომ ნებაყოფლობით გადასცემს დამსაქმებელს მასში მითითებულ პერსონალურ მონაცემებს და აცხადებს თანხმობას მათი დამუშავების შესახებ. წარმოდგენილ რეზიუმეში ასახული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავდება და შეინახება მხოლოდ კანდიდატის შესაბამისი ვაკანსიისთვის შეფასების, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით. აღნიშნული მონაცემები ასევე შეიძლება დამუშავდეს შრომითი ურთიერთობის არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში და მისგან გამომდინარე კანონით გათვალისწინებული მიზნებისთვის. პერსონალურ მონაცემებზე წვდომა ექნებათ მხოლოდ იმ უფლებამოსილ პირებსა და თანამშრომლებს, რომელთაც აღნიშნული ინფორმაციის დამუშავება სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისთვის ესაჭიროებათ. კანდიდატის პერსონალური მონაცემები დამუშავდება არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადით, ხოლო მათი შენახვა განხორციელდება გონივრული ვადით, როგორც ელექტრონული, ისე ბეჭდური ფორმით, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. გისურვებთ წარმატებას!