სკოლის ექიმი
Job description
"ბაქსვუდის სკოლა - თბილისი" აცხადებს ვაკანსიას 2026-2027 სასწავლო წლის სკოლის ექიმის პოზიციაზე გელოვანის კამპუსში. "ბაქსვუდის სკოლა" მოწოდებულია შექმნას ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემო. დასაქმების დროს ყველა კვალიფიციური აპლიკანტის განცხადება განიხილება თანასწორობის პრინციპის დაცვით. "ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა" 2000 წელს შეიქმნა გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლის სახელით თბილისში. 2007 წლიდან სკოლა ზემო წყნეთში გადავიდა, სადაც უკვე 2009 წელს ბაქსვუდის სკოლის სახელი მიიღო. ასე შეიქმნა პირველად საქართველოში ტრადიციულ ბრიტანულ საგანმანათლებლო მოდელზე აგებული სასწავლო სივრცე, რომელსაც უკვე 26 წლიანი გამოცდილება აქვს განათლების სფეროში. 2023 წლიდან ფუნქციონირებს ბაქსვუდის სკოლის ახალი კამპუსი გელოვანზე. კონკურსის წესები და ეტაპები: ** პირველი ეტაპი მოიცავს წარმოდგენილი დოკუმენტაციის საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით შერჩევას; ** მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან; ** მესამე ეტაპზე გასაუბრება სკოლის აკადემიურ დირექტორთან და პერსონალის მართვისა და განვითარების მენეჯერთან. შენიშვნა: კონკურსის მიმდინარეობისას, სკოლა პროაქტიულად დაუკავშირდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატს. კონკურსის დასრულების შემდეგ, ნებისმიერ აპლიკანტს უფლება აქვს მოითხოვოს ინფორმაცია შედეგების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. განათლება: ** უმაღლესი სამედიცინო განათლება (დიპლომირებული); ** საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული სახელმწიფო სერტიფიკატი კანონმდებლობით განსაზღვრულ საექიმო სპეციალობებში. სამუშაო გამოცდილება: ** სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება (პედიატრიულ ან მოზარდთა კლინიკურ გარემოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად); ** საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სკოლა, ბაღი) ექიმად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად. საჭირო კომპეტენციები: ** ქართული ენის სრულყოფილი ფლობა; საერთაშორისო სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე, ინგლისური ენის კლინიკურ/საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად; ** ბავშვთა და მოზარდთა ანატომიის, ფიზიოლოგიის, ასაკობრივი განვითარების ეტაპებისა და პათოლოგიების სიღრმისეული ცოდნა; ** გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის პრაქტიკული უნარები ტრავმების, მწვავე მოწამვლების, ალერგიული რეაქციების და სხვა გადაუდებელი მდგომარეობების დროს; ** სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოებისა და ინფექციების პრევენციის სტანდარტების კონტროლის უნარი; ** მოსწავლეთა ჯანმრთელობის ელექტრონული და ფიზიკური ბარათების, ამბულატორიული ჟურნალებისა და სამედიცინო დოკუმენტაციის ზუსტი და მოწესრიგებული წარმოება; ** ქრონიკული დაავადებების მქონე (მაგ. შაქრიანი დიაბეტი, ასთმა, ეპილეფსია) მოსწავლეთა ინდივიდუალური სამედიცინო გეგმების მართვა და მასწავლებლების ინფორმირება/ინსტრუქტაჟი; ** სკოლის საზოგადოებისთვის (მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები) ჯანსაღი ცხოვრების წესის, პირადი ჰიგიენისა და პირველადი დახმარების თემებზე საინფორმაციო/საგანმანათლებლო შეხვედრების ორგანიზება; ** ციფრული წიგნიერება: კომპიუტერული უნარები და სამედიცინო/საოფისე პროგრამების ფლობა. პიროვნული თვისებები და უნარები: ** უმაღლესი დონის ემპათია, თბილი, მშვიდი და კეთილგანწყობილი მიდგომა ბავშვებისა და მოზარდების მიმართ; ** კრიზისულ, ფორსმაჟორულ და ექსტრემალურ სიტუაციებში მყისიერი, მობილიზებული მოქმედების უნარი; ** მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობა, ეთიკურობა და სამედიცინო კონფიდენციალურობის მკაცრი დაცვა; ** კომუნიკაციის უნარი მშობლებთან, რათა სამედიცინო საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება მოხდეს ტაქტიანად, გასაგებად და ნდობით; ** დეტალებზე ორიენტირებულობა, პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა (მედიკამენტების ვადებისა და სამედიცინო მარაგების მუდმივი კონტროლი); ** გუნდურობა და მჭიდრო თანამშრომლობა სკოლის თემთან. სამუშაო დატვირთვა: 09:30 საათიდან - 17:00 საათამდე (ორშაბათი-პარასკევი) ჩვენ გთავაზობთ: ** სასიამოვნო და გუნდურ გარემოში მუშაობას; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** კვებას. ანაზღაურება: ბაქსვუდში ანაზღაურების წესი ინდივიდუალურია და განისაზღვრება კანდიდატთან შეთანხმებით საკონკურსო კრიტერიუმების შესაბამისად. სააპლიკაციო ინფორმაცია: გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 2026 წლის 15 აგვისტომდე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] მნიშვნელოვანია: სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სკოლის ექიმი "ბაქსვუდის სკოლა" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის.