TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / SME-ების სავაჭრო წვდომისა და სერტიფიცირების მხარდაჭერა

SME-ების სავაჭრო წვდომისა და სერტიფიცირების მხარდაჭერა

Posted Aug 03, 2026 20h ago apply by Aug 31, 2026

Job description

თანდართული ფაილი: 742242_Trade_Access_and_Certification_Support_3346214.zip SME-ების სავაჭრო წვდომისა და სერტიფიცირების მხარდაჭერა გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP Georgia) , ევროკავშირის (EU) დაფინანსებით, ახორციელებს პროგრამას "ვაჭრობაზე წვდომისა და სერტიფიცირების მხარდაჭერა", რომელიც ექსპორტზე ორიენტირებულ მცირე და საშუალო საწარმოებს (SME) ეხმარება საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და საჭირო სერტიფიკატების, აკრედიტაციისა და ლიცენზიების მიღებაში. მაგალითად, როგორიცაა ISO 9001, ISO 22000, OEKO-TEX და GOTS სამკერვალო სექტორისთვის, GLOBALG.A.P., ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება CE მარკირებისთვის, BSCI და ა.შ. პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსება ფარავს სერტიფიცირების, აკრედიტაციისა ან/და ლიცენზირების ღირებულების 90%-ს, თუმცა არაუმეტეს 4, 500 აშშ დოლარისა ერთ ბენეფიციარზე. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ გაეცნოთ თანდართულ პრეზენტაციას . პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რამდენჯერმე გამოცხადდება ღია კონკურსი და თითოეული კონკურსის ფარგლებში შეირჩევა 5-15 ბენეფიციარი SME. პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი სექტორები: ** სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა; ** დამამუშავებელი მრეწველობა / წარმოება; ** მომსახურების სექტორის ისეთი მიმართულებები, როგორებიცაა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, განათლება, ჯანდაცვის საქმიანობები და ა.შ. პროგრამა არ მოიცავს ტურიზმის, უძრავი ქონებისა და მშენებლობის სექტორებს. ამასთან, არ ვრცელდება ფიზიკურ პირებზე, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებზე. განაცხადის შევსება: https://forms.gle/WTpzSREmthYrYNoB6 განაცხადების განხილვა განხორციელდება ეტაპობრივად. მიმდინარე განხილვის რაუნდი მოიცავს 2026 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით მიღებულ განაცხადებს. შემდეგი განხილვის რაუნდი მოიცავს 20 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით მიღებულ განაცხადებს. დაინტერესებული პირებისთვის 13 აგვისტოს და 3 სექტემბერს გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები - Microsoft Teams meeting link https://teams.microsoft.com/meet/39619727621976?p=MKjTLgFImObLs3oC1j განაცხადის შევსებასთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]