TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / SMM და კონტენტ მარკეტინგის მენეჯერი

SMM და კონტენტ მარკეტინგის მენეჯერი

Premier Group თბილისი ქართული
Posted Jul 13, 2026 1 day ago apply by Jul 31, 2026

Job description

საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანია, Premier Group რომელიც ესთეტიკური მედიცინის წამყვანი აპარატების მიმართულებით მუშაობს, ეძებს გუნდის წევრს SMM და კონტენტ მარკეტინგის მიმართულებით. თუ გიყვარს ესთეტიკის სფერო, გაქვს კონტენტის შექმნის ნიჭი და გსურს მზარდ საერთაშორისო ბრენდთან ერთად განვითარდე, ეს ვაკანსია შენთვისაა. ძირითადი მოვალეობები: სოციალური მედიის მართვა: Instagram, Facebook და LinkedIn პლატფორმების სრული ადმინისტრირება. კონტენტის შექმნა & Production: კონტენტ-გეგმის შედგენა; Reels, Stories და პოსტების ფორმატების მოფიქრება, ვიდეოს გადაღება და მონტაჟი. აქტიური ჩართულობა (Field Work): ჩვენს პარტნიორ კლინიკებთან/ექიმებთან ვიზიტები და ადგილზე საინტერესო ვიზუალური კონტენტის გადაღება. ციფრული მარკეტინგი: Facebook & Instagram Ads-ის (რეკლამების) გაშვება, მონიტორინგი და ოპტიმიზაცია. კომუნიკაცია & ლიდების მართვა: სოციალურ ქსელებში შემოსულ შეტყობინებებსა და კომენტარებზე დროული, პროფესიონალური პასუხი; პოტენციური კლიენტების (ლიდების) პირველადი დამუშავება და გადამისამართება გაყიდვების გუნდთან. ივენთები & პრეზენტაციები: კომპანიის მნიშვნელოვან ღონისძიებებში/გამოფენებში ჩართულობა; საჭიროების შემთხვევაში საპრეზენტაციო მასალების (PowerPoint/Canva) აწყობა. ანალიტიკა: კონკურენტების მუდმივი მონიტორინგი და ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტების (ანგარიშის) მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება (ესთეტიკური მედიცინის ან Beauty სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად). სმარტფონით ვიდეოს გადაღებისა და მობილური აპლიკაციებით მონტაჟის კარგ დონეზე ცოდნა. Meta Ads Manager-თან მუშაობის გამოცდილება. ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა (აუცილებელია). სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი, 10:00 - 18:00 სთ. სამუშაო გარემო: მყუდრო, მეგობრული და მზარდი გარემო, სადაც თქვენი აზრი ყოველთვის მნიშვნელოვანია. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზუმე (CV) და პორტფოლიო ელ-ფოსტაზე: [email protected] სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: Social Media & Content Manager (SMM)