TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სომელიე

სომელიე

giuaani-winery Georgia ქართული
Posted Jul 17, 2026 12h ago apply by Aug 17, 2026

Job description

გიუაანი მეღვინეობა აცხადებს ვაკანსიას სომელიეს პოზიციაზე. გიუაანის შესახებ: "გიუაანი" მეღვინეობა მდებარეობს კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მანავში. გიუაანი წარმოადგენს ერთ-ერთ გამორჩეულ ღვინის ტურიზმის მიმართულებას საქართველოში და 2025 წლის საქართველოს ტურიზმის დაჯილდოებაზე დასახელდა "საუკეთესო მეღვინეობად ღვინის ტურიზმის მიმართულებით". მეღვინეობამ ასევე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება — IWSC 2026-ზე დასახელდა "საუკეთესო ქართულ მეღვინეობად". გიუაანის ისტორია 1894 წლიდან იწყება. ჩვენი მთავარი მისიაა ქართული მეღვინეობის მდიდარი ტრადიციების და თანამედროვე ტექნოლოგიების გაერთიანებით მაღალი ხარისხის, გამორჩეული ღვინოების შექმნა. გიუაანის კომპლექსი აერთიანებს თანამედროვე ღვინის საწარმოს, ბუტიკურ სასტუმროს, რესტორანს, ღვინის დეგუსტაციის და სტუმართმოყვარეობის მრავალფეროვან გამოცდილებებს, რაც ადგილობრივ და საერთაშორისო სტუმრებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, აღმოაჩინონ ქართული ღვინის კულტურა. სომელიეს ვაკანსია: ვეძებთ კომუნიკაბელურ სომელიეს, რომელიც შეუერთდება ჩვენს მეგობრულ გუნდს. თუ გიყვართ ღვინო და ადამიანებთან ურთიერთობა, მაშინ ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა! ადგილმდებარეობა: მანავი, საგარეჯოს რაიონი, კახეთი, (ყოველდღიური ტრანსპორტით თბილისიდან ან დარჩენის შესაძლებლობით სურვილის შემთხვევაში) ძირითადი ვალდებულებები: ** მარნის ტური: ქართული ტრადიციული და ევროპული ღვინის წარმოების მეთოდების გაცნობა სტუმრებისთვის. ** ჩვენი ღვინოების პროფესიონალური დეგუსტაციების ჩატარება. ** გიუაანის ისტორიისა და უნიკალური მიდგომების აღწერა. ** ღვინის გაყიდვებში მონაწილეობა მანავში ** საჭიროებისამებრ თბილისში დეგუსტაციებში და გამოფენებში მონაწილეობის მიღება ** მენეჯერის მიერ მითითებული დამატებითი დავალებების შესრულება. ** სამუშაო გრაფიკი შეთანხმდება მენეჯერთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** კომუნიკაბელურობა და სტუმართმოყვარეობის სიყვარული. ** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია; დამატებითი ენები - უპირატესობად ჩაითვლება. ** პოზიტიური განწყობა და გუნდური მუშაობის უნარი. ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი ** სომელიეს გამოცდილება ან ღვინის სფეროს ცოდნა მიიჩნევა უპირატესობად, თუმცა მზადყოფნა სწავლისთვის აუცილებელია. ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + შესრულებული დეგუსტაციებიდან ბონუსი ჩვენ გთავაზობთ: ** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას. ** სამუშაო საათების დროს კვება ** სურვილის შემთხვევაში ჯანმრთელობის დაზღვევის ნაწილობრივი დაფარვა. ** ყოველდღიური ტრანსპორტირება თბილისიდან გიუაანამდე და უკან. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV მეილზე [email protected] და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.