TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სოც. მედია მენეჯერი, კონტენტ კრეატორი

სოც. მედია მენეჯერი, კონტენტ კრეატორი

Besthome Georgia ქართული
Posted Jul 13, 2026 1 day ago apply by Aug 13, 2026

Job description

" BEST HOME " აცხადებს ვაკანსიას სოც.მედია/კონტენტ კრეატორის პოზიციაზე. "BEST HOME" სწრაფად მზარდი უძრავი ქონების კომპანიაა, რომლის კონტენტი ყოველდღიურად ათასობით ადამიანს აღწევს სოციალურ ქსელებში. ვეძებთ გამოცდილ, კრეატიულ და პასუხისმგებლობიან სოც.მედია მენეჯერს/კონტენტ კრეატორს, რომელიც ჩაერთვება კომპანიის მარკეტინგულ პროცესებში, შექმნის შედეგზე ორიენტირებულ კონტენტს და უზრუნველყოფს კომპანიის სოციალური მედიის სრულფასოვან მართვას. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** კონტენტის და სოციალური მედიის მართვის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ** გამოცდილება გაქვთ (Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn და სხვა) სოციალური ქსელების მართის ** შეგიძლიათ დამოუკიდებლად დაგეგმო კონტენტ სტრატეგია და მისი განხორციელება ** გაქვთ ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის გამოცდილება ** კარგად ფლობ Canva-ს, CapCut-სა და Adobe Premiere Pro-ს ** Meta Ads-ისა და Google Ads-ის კამპანიების დაგეგმვა, მართვა და ოპტიმიზაცია; ** ხართ კრეატიული, პასუხისმგებლობიანი და შედეგზე ორიენტირებული ძირითადი მოვალეობები: ** გადაიღებ და დაამონტაჟებ Reels, TikTok და Shorts ფორმატის ვიდეოებს ** მართავ კომპანიის Facebook, Instagram, TikTok და სხვა სოციალური მედიის გვერდებს ** დაგეგმავ კონტენტ კალენდარს და იზრუნებ გვერდების ყოველდღიურ აქტიურობაზე ** შექმნი პოსტებს, ვიდეოებს, სთორებსა და სარეკლამო კონტენტს ** დაგეგმავ და განახორციელებ მარკეტინგულ კამპანიებს ბრენდის ცნობადობისა და გაყიდვების ზრდისთვის ** იმუშავებ აგენტებისა და კომპანიის პერსონალური ბრენდინგის განვითარებაზე ** გააანალიზებ შედეგებს და მუდმივად იზრუნებ კონტენტის ეფექტურობის გაუმჯობესებაზე რას მიიღებ ჩვენგან: ** კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილების შესაბამისად ** ორი განსხვავებული ბრენდის მარკეტინგის მართვის გამოცდილებას ** კრეატიულ თავისუფლებას იდეების განხორციელებაში ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას ** მეგობრულ, თანამედროვე და სწრაფად მზარდ გარემოს სამუშაო პირობები: ანაზღაურება: 1500-3000 ლარი (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით) სამუშაო საათები: 10:00-19:00 სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი ლოკაცია: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსთან) დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე და აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება: [email protected]