სოციალური მედია/ექაუნთ მენეჯერი
Job description
სოციალური მედია/ექაუნთ მენეჯერი ადგილმდებარეობა: თბილისი დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი ჩვენ ვართ ციფრული კრეატიული სააგენტო CC, რომელიც სხვადასხვა ბრენდისთვის ქმნის მარკეტინგულ კამპანიებს, კონტენტსა და სოციალურ მედიას. თუ შეგიძლია კლიენტის საჭიროებების გააზრება, საინტერესო იდეების მოფიქრება და მათი რეალობად ქცევა დიზაინერებთან, კონტენტ კრეატორებთან და ფროდაქშენ გუნდთან ერთად — ეს პოზიცია შენთვისაა. ძირითადი პასუხისმგებლობები: ** სააგენტოს კლიენტების სოციალური მედიის მართვა; ** ბრენდებისთვის კონტენტისა და კამპანიების იდეების შემუშავება; ** კონტენტ-გეგმების შექმნა და პროცესის მართვა; ** დიზაინერებთან, კონტენტ კრეატორებთან და ფროდაქშენ გუნდთან ყოველდღიური თანამშრომლობა; ** პროექტების დაგეგმვა, კოორდინაცია და ვადების კონტროლი; ** კლიენტთან კომუნიკაცია, შეხვედრების წარმართვა და მიმდინარე პროცესების მართვა; ** სოციალური მედიის შედეგების ანალიზი და გაუმჯობესების ინიციატივების შეთავაზება. მოთხოვნები: ** სოციალური მედიის მართვის გამოცდილება; ** კრეატიული აზროვნება და იდეების გენერირების უნარი; ** მარკეტინგისა და ციფრული კომუნიკაციის კარგი ცოდნა; ** პროექტების მართვისა და პრიორიტეტების სწორად განაწილების უნარი; ** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პრეზენტაციების მომზადების უნარი და გამოცდილება ** Canva-ს, Meta Business Suite-ის ან სხვა შესაბამისი ინსტრუმენტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. აუცილებლად გამოგვიგზავნე: ** CV; ** მოკლე აღწერა შენს გამოცდილებაზე სოციალური მედიისა და პროექტების მართვის მიმართულებით; ** პორტფოლიო ან იმ ბრენდების ჩამონათვალი, რომლებთანაც გიმუშავია (თუ გაქვს). თუ გიყვარს იდეების რეალურ პროექტებად ქცევა, შეგიძლია ერთდროულად მართო რამდენიმე ბრენდი და კომფორტულად გრძნობ თავს კრეატიულ გარემოში, სიამოვნებით გაგიცნობთ. ანაზღაურება გამოცდილების შესაბამისად. https://www.instagram.com/cc_creative_agency/ [email protected] +995 557 229 229 თბილისი, პოლიტკოვსკაიას ქ. 20, ბიოტა პარკი