სოციალური მედიის კონტენტ კრეატორი
Job description
ფსიქო-სოც. განვითარების ცენტრი " დაო" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის კონტენტ კრეატორის პოზიციაზე. პოზიცია გულისხმობს ცენტრის ფსიქოთერაპევტებთან და ტრენერებთან მჭიდრო თანამშრომლობით, წინასწარ შემუშავებული ცენტრის ბრენდბუქის შესაბამისად სოციალური მედიის კონტენტის, როგორც ვიდეო ისე ტექსტური მასალის რედაქტირებას და შექმნას. რას გთავაზობთ: ** ანაზღაურება: 1500 GEL (გროსი) ** ფასდაკლებით ან/და სრულიად უფასოდ ცენტრის სერვისებზე საგანმანათლებლო პროგრამებსა და ტრენინგებზე ხელმისაწვდომობას ** ჰიბრიდულ და მოქნილ სამუშაო გარემოს ** შესაძლებლობას, თქვენი საქმიანობით რეალური სოციალური გავლენა იქონიოთ ადამიანებისა და საზოგადოების კეთილდღეობაზე ** მხარდამჭერ, კოლაბორაციულ გუნდსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებს. საკომუნიკაციო მიმართულებები: ** საგანმანათლებლო ბლოგები - ფსიქოთერაპევტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის (სტატიების) წინასწარ განსაზღვრულ ფორმატზე მორგება ** დაოს სოციალური კამპანიები - სხვადასხვა კამპანიების ფარგლებში, წინასწარ შემუშავებული ჩარჩოს შესაბამისად საინფორმაციო მასალის შექმნა ** ვიდეო/რილსები - წინასწარ განსაზღვრული ფორმატით ვიდეოებისა და რილსების გადაღება დაოს ბაზაზე არსებულ გადასაღებ სივრცეში ** მიმები - მიმდინარე მოვლენებისა და ფსიქოლოგიის/ფსიქიკური ჯანმრთელობის თანაკვეთაზე სოციალური პლატფორმებისთვის მასალის შექმნა ** ციტატები - ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცნობილი გამონათქვამები ** კულისების მიღმა და გუნდი - ცენტრის ყოველდღიური საქმიანობის, გუნდის წევრების, სპეციალისტებისა და ღონისძიებების გაცნობა, რათა ორგანიზაცია ადამიანებისთვის უფრო ახლობელი და სანდო გახდეს ** საინფორმაციო კამპანიები - დაოს ცალკეული ახალი პროდუქტის/სერვისის პოპულარიზაცია; მაგალითად, კონკრეტული ფსიქოთერაპიული მიმართულება, ტრენინგები, შეთავაზებები, მარათონები და ა.შ. ძირითადი პასუხისმგებლობები: კონტენტის სტრატეგია და დაგეგმვა ** ცენტრის წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით საკონტენტო კალენდრის მართვა ** სხვადასხვა პლატფორმისა და სამიზნე აუდიტორიისთვის კონტენტის ფორმატების შემუშავება ** კომუნიკაციის ტონისა და სტილის მორგება ორ ძირითად აუდიტორიაზე: ფართო საზოგადოება და ფსიქიკური ჯანმრთელობის ან მომიჯნავე სფეროს პროფესიონალები ტექსტებისა და ვიზუალური მასალის შექმნა ** კონტენტის უმეტესი ტიპისთვის ფსიქოთერაპევტების მიერ მოწოდებული მასალის საფუძველზე მკაფიო, საინტერესო და სანდო ტექსტების მომზადება ** კონტენტის უმეტესი ტიპისთვის უკვე შემუშავებული ვიზუალური ფორმატის გამოყენება (Canva) ** საჭიროების შემთხვევაში მკაფიო, საინტერესო და სანდო ტექსტებისა და მარტივი ვიზუალური მასალების შექმნა. ვიდეოკონტენტის წარმოება ** მოკლე ფორმატის ვიდეოების (Reels, Shorts, TikTok) და ტრენინგებისა თუ ღონისძიებების სარეკლამო ვიდეოების დაგეგმვა, გადაღება და მონტაჟი ** საჭიროების შემთხვევაში, ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის დამოუკიდებლად შესრულება და/ან ფრილანს ვიდეოოპერატორებისა და მონტაჟის სპეციალისტების კოორდინაცია (პასუხისმგებლობების განაწილების შესაბამისად) ** საჭიროების შემთხვევაში, სუბტიტრების, ფორმატირების და სხვადასხვა პლატფორმისთვის ადაპტირებული ვერსიების მომზადება. ანალიტიკა და ანგარიშგება ** კონტენტის ეფექტიანობის მაჩვენებლების (მიღწევა, ჩართულობა, აუდიტორიის ზრდა, კონვერსია და სხვა) მონიტორინგი და ანგარიშგების მომზადება ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე განსაზღვრული პერიოდულობით ** მიღებული მონაცემების ანალიზი და მათი გამოყენება საკონტენტო სტრატეგიისა და გამოქვეყნებული მასალის მუდმივი გაუმჯობესებისთვის. ვის ვეძებთ (საკვალიფიკაციო მოთხოვნები): ** ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია კანდიდატის უნარები, პროფესიული განსჯის უნარი და მოტივაცია, ვიდრე მრავალწლიანი გამოცდილება. ამიტომ, ძლიერი პორტფოლიოს მქონე დამწყები პროფესიონალებიც სასურველი კანდიდატები არიან. ** ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ფლობა და გამართული წერითი უნარები - მკაფიო, ბუნებრივი და უშეცდომო ტექსტების შექმნის შესაძლებლობა ** მოკლე ფორმატის ვიდეოების გადაღებისა და მონტაჟის უნარი ** Canva-ს, Adobe-ის ან სხვა მსგავსი გრაფიკული პროგრამების საბაზისო დონეზე ფლობა ** სოციალური მედიის ძირითადი პლატფორმების (Instagram, Facebook, TikTok, YouTube, LinkedIn და სხვა) სპეციფიკის ცოდნა და სხვადასხვა პლატფორმისთვის კონტენტის ადაპტირების უნარი ** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და საკონტენტო კალენდრისა და ვადების ეფექტიანად მართვის უნარი ** ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებისადმი გულწრფელი ინტერესი, სენსიტიურობა და ორგანიზაციის ეთიკური სტანდარტების შესწავლისა და დაცვის მზადყოფნა. სასურველია: ** განათლება ან გამოცდილება ფსიქოლოგიის, კომუნიკაციების, ჟურნალისტიკის ან მონათესავე სფეროში ** გამოცდილება ჯანდაცვის, განათლების ან არასამთავრობო სექტორისთვის კონტენტის შექმნაში ** სოციალური მედიის ანალიტიკის საბაზისო ცოდნა (მაგ., Meta Business Suite, Ads manager, პლატფორმების ჩაშენებული ანალიტიკური ინსტრუმენტები და სხვა) ** ჰქონდეს ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი. პიროვნული თვისებები: ** მაღალი ეთიკური პასუხისმგებლობა და კონფიდენციალურობის დაცვის უნარი ** ემპათია, ემოციური სიმწიფე და სენსიტიურ თემებზე პასუხისმგებლობიანი კომუნიკაციის უნარი ** დროის ეფექტური მართვის უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა ** ცნობისმოყვარეობა, ინიციატივიანობა, განვითარებაზე ორიენტირებულობა და უკუკავშირის მიღების მზაობა. დაინტერესების შემთხვევაში შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] გამოგვიგზავნეთ: CV და პორტფოლიო ან/და სოციალური მედიისთვის შექმნილი კონტენტის მაგალითები (პოსტები და სასურველია, ვიდეოკონტენტი) განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა: 16 აგვისტო 2026 Instagram: https://www.instagram.com/dao_therapy?igsh=MWdxcnpmM2V2bnVhdg==