TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სოციალური მედიის მენეჯერი / კონტენტკრეატორი

სოციალური მედიის მენეჯერი / კონტენტკრეატორი

wiser Georgia ქართული
Posted Jul 11, 2026 13h ago apply by Aug 11, 2026

Job description

"Wiser" (Wiser.ge) აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის / კონტენტკრეატორის თანამდებობაზე. "Wiser" არის სწრაფად მზარდი კომპანია ინდუსტრიული ავტომატიზაციისა და ენერგეტიკის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე მხოლოდ 2 წელია ვმოღვაწეობთ, უკვე მოვახერხეთ მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტების განხორციელება და ვაგრძელებთ განვითარებას. ვეძებთ კრეატიულ და მოტივირებულ თანამშრომელს, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი საქმიანობის თანამედროვე და საინტერესო ფორმატში წარმოჩენაში. პოზიციის მიზანია კომპანიის სოციალური მედიის მართვა და ხარისხიანი, საინტერესო კონტენტის შექმნა, რომელიც სწორად გადმოსცემს ჩვენს საქმიანობას და გააძლიერებს ბრენდს. ლოკაცია: თბილისი დასაქმება: სრული განაკვეთი ძირითადი მოვალეობები: ** სოციალური მედიის პლატფორმების მართვა: Facebook, YouTube, TikTok, Instagram, LinkedIn ** ვიდეო და ფოტო კონტენტის გადაღება (ობიექტებზე, ოფისში, სამუშაო პროცესებში) ** კონტენტის მონტაჟი და დამუშავება ** ყოველდღიური აქტივობის უზრუნველყოფა (მინიმუმ 1 story და 1 პოსტი თითო პლატფორმაზე) ** კონტენტ-გეგმის შემუშავება და შესრულება ** კომპანიის საქმიანობის შესწავლა და მისი მარტივად და საინტერესოდ გადმოცემა ** ბრენდის ვიზუალური სტილის დაცვა და განვითარება ** ახალი იდეების და კონტენტის ფორმატების გენერირება საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გამოცდილება Social Media Management ან Content Creation-ში ** ვიდეო გადაღებისა და მონტაჟის ცოდნა ** კრეატიული აზროვნება და storytelling უნარი ** სოციალური მედიის ტრენდების ცოდნა ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და თვითორგანიზება ** კომუნიკაციის უნარი და გუნდში მუშაობის გამოცდილება ** სურვილი ტექნიკურ სფეროში ჩაღრმავების და სწავლების დამატებითი უპირატესობა: ** გრაფიკული დიზაინის ცოდნა (Photoshop, Illustrator, Canva ან მსგავსი) ** ინგლისური ენის ცოდნა რას გთავაზობთ: ** საინტერესო და დინამიკურ სამუშაო გარემოს ** რეალურ და მასშტაბურ პროექტებში ჩართვას ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას ** კონკურენტულ ანაზღაურებას დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV და პორტფოლიო (აუცილებელია: თქვენი შესრულებული ვიდეოები, პოსტერები ან სხვა პროექტები) ელფოსტაზე: [email protected] გისურვებთ წარმატებას, ვაიზერის გუნდი.