TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სოციალური მუშაკი

სოციალური მუშაკი

tvitoba-2025 Georgia ქართული
Posted Jul 15, 2026 12h ago apply by Aug 14, 2026

Job description

ა (ა)იპ "თვითობა 2025" აცხადებს კონკურსს "განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაში" სოციალური მუშაკის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ქალაქ თბილისში. "თვითობა 2025" წარმოადგენს არაკომერციულ, არამომგებიან სახელმწიფო პროვაიდერ ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების და ზრდასრულების მხარდასაჭერად. მათი პიროვნული და სოციალური უნარების განვითარებისა და გაძლიერებისათვის. ორგანიზაციის დეკლარირებული მისიაა, გააძლიეროს იმ ადამიანების ხმა, ვისი ხმაც ან არ, ან ძალიან სუსტად ისმის. სოციალური მუშაკის ძირითადი საქმიანობა: ** იზრუნოს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის დაცვაზე, მათ შორის, მისი უფლებების დაცვაზე; ** იზრუნოს ბენეფიციარის კეთილდღეობაზე, განახორციელოს მისი ადვოკატირება და დაიცვას მისი უფლებები; ** საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, კონსულტაცია გაუწიოს ბენეფიციარს/ ბენეფიციარის ოჯახს თავიდან აიცილოს კრიზისი და დროულად ჩაერიოს მასში, მოახდინოს ბენეფიციარის მხარდაჭერა; ** ითანამშრომლოს სოციალურ სფეროში დასაქმებულ სხვა პროფესიის წარმომადგენლებთან, აგრეთვე კერძო და საჯარო დაწესებულებებთან; ** ბავშვის ძალადობისა და უგულებელყოფისგან დაცვის მიზნით ზომების მიღებას; ** ბენეფიციარის მდგომარეობის შეფასებას, მისი საჭიროებების განსაზღვრას და მათ დაკმაყოფილებაზე ზრუნვას; ** სოციალური მუშაკი საფრთხის თავიდან ასაცილებლად ან პრობლემაზე რეაგირებისთვის ბენეფიციართან/ ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელთან შეთანხმებით ადგენს სოციალური მუშაობის ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას ან განვითარების გეგმას; ** გეგმაში განსაზღვრული უნდა იყოს მიზნები, აუცილებელი სტრატეგია და სამოქმედო ეტაპები. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი ან ამ კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაკის სერტიფიკატი; ** სოციალური მუშაკის პროფესიასთან პიროვნული შესაბამისობა; ** ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, შედეგზე ორიენტირებული მიზნებისა და ამოცანების საფუძველზე საკუთარი საქმიანობის სტრატეგიული დაგეგმვა; ** მეთოდოლოგიის გამოყენების კომპეტენცია - სოციალური მუშაობის, ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, სოციალური მუშაობის მეთოდების და ფსიქოსოციალური კონცეფციების გამოყენებით წარმართვა; ** სოციალურ-პედაგოგიური კომპეტენცია - ბენეფიციართა მიზნობრივ ჯგუფებთან პედაგოგიურ-აღმზრდელობითი მუშაობის ჩატარება; ** სამართლებრივი კომპეტენცია - სამართლებრივ საკითხებზე ბენეფიციარისათვის კონსულტაციის გაწევა და სოციალური მუშაობისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ბაზის გამოყენებით აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოება; ** ადმინისტრაციული კომპეტენცია - ბენეფიციარის სპეციალური საჭიროებების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად სამთავრობო ან/და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიზნობრივი და კოორდინირებული მუშაობის წარმართვა; ** პერსონალური კომპეტენცია - საკუთარი პროფესიონალიზმის სრულყოფისათვის პიროვნული უნარების გაუმჯობესებაზე ზრუნვა; ** კომუნიკაციის კომპეტენცია - ბენეფიციართან სოციალური მუშაობის კომუნიკაციის ვერბალური და არავერბალური ფორმების გამოყენებით წარმართვა; ** პროფესიულ-ეთიკური კომპეტენცია - სოციალური მუშაობის პროფესიული ეთიკის ნორმებისა და ღირებულებების საფუძველზე წარმართვა; ** პროფესიული განვითარების კომპეტენცია - ბენეფიციართან სოციალური მუშაობის სრულყოფისათვის საკუთარ უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა შერჩევის კრიტერიუმები: 1. საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა; 2. სამუშაო გამოცდილება 3. მოტივაცია; 4. პასუხისმგებლობა. ანაზღაურება საათობრივი. ჯანმრთელობის დაზღვევა განცხადების წარმოდგენის პროცედურები: შერჩევა იწარმოებს 2 ეტაპად: ა) ელ. ფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა-შერჩევა ბ) გასაუბრება განმცხადებელმა ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე უნდა წარადგინოს რეზიუმე (CV). განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 14 აგვისტო . განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: [email protected] , "Subject" ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ: 599/113358; 597/202212; 599/113359