TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / Sou Chef Staff

Sou Chef Staff

ibis Tbilisi City Georgia ქართული
Posted Jul 28, 2026 2h ago apply by Aug 28, 2026

Job description

ACCOR ჯგუფის წევრი სასტუმრო ibis Tbilisi City აცხადებს ვაკანსიას სუ-შეფის თანამშრომლის პოზიციაზე. შენი როლი იქნება: ** სამზარეულოს ყოველდღიური მუშაობის ორგანიზება და კონტროლი; ** აღმასრულებელი შეფ-მზარეულის მხარდაჭერა მენიუს დაგეგმვისა და განახლების პროცესში, ასევე ახალი კერძებისა და რეცეპტების შემუშავებაში; ** სამზარეულოს გუნდის მართვა, გადანაწილება და მოტივაცია; ** კერძების ხარისხის, გემოსა და პრეზენტაციის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა; ** საკვების უსაფრთხოების, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების, ასევე HACCP-ის სტანდარტების დაცვა; ** მარაგების, შეკვეთების, კალკულაციების, ჩამოწერებისა და ინვენტარიზაციის კონტროლი; ** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა და სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა. მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** კულინარიული ტექნიკისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების ცოდნა; ** გუნდის მართვისა და ორგანიზების გამოცდილება; ** მარაგების მართვის და ინვენტარიზაციის გამოცდილება; ** სასტუმროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** საოფისე პროგრამების (MS Office) საშუალო დონეზე ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი. რას გთავაზობთ: ** საერთაშორისო ბრენდ ACCOR-ის წევრ სასტუმროში მუშაობის შესაძლებლობას; ** ACCOR-ის თანამშრომლის ფასდაკლების პროგრამით სარგებლობას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** კვებას; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას და ტრენინგებს; ** გამოცდილ და პროფესიონალურ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას; ** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს. სამუშაო პირობები: ადგილმდებარეობა: თბილისი, სასტუმრო "ibis Tbilisi City", ვ. წითლანაძის ქუჩა N1; სამუშაო გრაფიკი: 5/2, 9 სააათიანი ცვლები; ანაზღაურება: განიხილება ინდივიდუალურად კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV მითიტებულ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გაცნობებთ, რომ "ibis Tbilisi City" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ ზემოთხსენებულ ელფოსტაზე. წარმატებებს გისურვებთ!