სპა მენეჯერი
Job description
თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი აცხადებს ვაკანსიას სპა მენეჯერის პოზიციაზე სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩთ. 11:00 - დან 19:00 - მდე ანაზღაურება: ხელზე ასაღები 800 ლარი + ბონუსი ძირითადი მოვალეობები: სპა ცენტრის ყოველდღიური ოპერაციების მენეჯმენტი; მომხმარებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია; სპა სერვისის სტანდარტების შემუშავება და შესრულების მუდმივი მონიტორინგი; სპა ცენტრისთვის საჭირო მასალებისა და ინვენტარის მარაგების შედგენა-კონტროლი საჭიროების შემთხვევაში განაცხადის დროული შედგენა; სპა ცენტრის მოწყობილობა-დანადგარების მუდმივი მონიტორინგი და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ტურისტული კომპანიების მოძიება/დაკავშირება/შეხვედრა; საჭიროების შემთხვევაში შემოსულ ზარებზე პასუხსი; საჭიროების შემთხვევაში პაციენტის პროცედურაზე ჩაწერა; სპა ცენტრის თანამშრომლების მართვა და ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავსი მოვალეობების შესრულების 6 თვიანი გამოცდილება; ინგლისური და რუსული ენის ცოდნა; კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; ანალიტიკური აზროვნების უნარი; დამატებითი მოთხოვნები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება, მომსახურების უნარები; დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.