TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / Specialist of the School of Computer Science

Specialist of the School of Computer Science

Kutaisi International University Georgia ქართული
Posted Aug 06, 2026 1h ago apply by Aug 14, 2026

Job description

სსიპ " ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი " აცხადებს კონკურსს კომპიუტერული მეცნიერების სკოლის სპეციალისტის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად. განაცხადების მიღება იწარმოებს 2026 წლის 14 აგვისტოს, 18:00 საათამდე . დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: https://www.kiu.edu.ge/index.php?m=205&news_id=697&lng=geo ელ. ფოსტა: [email protected] ტელ.: (+995) 577 477197 სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (შემდგომში — "უნივერსიტეტი") იღებს ვალდებულებას, გაავრცელოს თანაბარი მოპყრობის პრინციპი პერსონალის შერჩევის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე, პატივს სცემს და იცავს პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც უნივერსიტეტისთვის ხელმისაწვდომი გახდება გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით: თქვენი რეზიუმე/CV ან/და ვაკანსიით მოთხოვნილ დოკუმენტებში მოცემული მონაცემები (შემდგომში — "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება 5 (ხუთი) წლის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, უნივერსიტეტმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენთვის უნივერსიტეტში არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად ან თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე, ან გსურთ, უნივერსიტეტმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ მოგვწეროთ CV/რეზიუმეს გამოგზავნასთან ერთად, ხოლო დოკუმენტაციის გამოგზავნის შემდეგ — მითითებულ ელ. ფოსტაზე: [email protected] გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების უნივერსიტეტისთვის გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული მიზნებიდან გამომდინარე. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა უნივერსიტეტში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.