TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სროლის ინსტრუქტორი

სროლის ინსტრუქტორი

Battleground Georgia ქართული
Posted Jul 15, 2026 12h ago apply by Aug 15, 2026

Job description

ტაქტიკურ ცენტრში " Battleground ", თბილისის ფილიალში ვეძებთ პასუხისმგებლობიან, კომუნიკაბელურ და გამოცდილ სროლის ინსტრუქტორს, რომელიც უზრუნველყოფს ტირის მომხმარებლების უსაფრთხოებას, ჩაატარებს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას და გააკონტროლებს სროლის პროცესს მოქმედი წესებისა და უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად. სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე მდებარეობა: თბილისი, ბოჭორმის 12ა ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით ძირითადი მოვალეობები: ** სროლის უსაფრთხოების წესების გაცნობა და მათი დაცვის კონტროლი; ** დამწყები და გამოცდილი მსროლელების თეორიული და პრაქტიკული მომზადება; ** სროლის პროცესის ზედამხედველობა; ** ცეცხლსასროლი იარაღისა და აღჭურვილობის უსაფრთხო გამოყენების ინსტრუქტაჟის ჩატარება; ** ტირის შიდა რეგულაციებისა და უსაფრთხოების პროცედურების შესრულების უზრუნველყოფა; ** მომხმარებლებისთვის პროფესიული კონსულტაციის გაწევა; ** საჭიროების შემთხვევაში, ანგარიშებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** უმაღლესი ან პროფესიული განათლება (სასურველია); ** სროლის ინსტრუქტორად მუშაობის გამოცდილება (სასურველია); ** ცეცხლსასროლი იარაღის უსაფრთხო გამოყენების წესების საფუძვლიანი ცოდნა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინირებულობა; ** კომუნიკაციისა და სწავლების უნარი; ** სამხედრო, პოლიციის ან უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** შესაბამისი სერტიფიკატები და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები; ** ქართული ენის ცოდნა; ინგლისური ან სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. დაინტერესების შემთხვევაში, მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მეილზე: [email protected] გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას მიუთითოთ ქალაქი და პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.