TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სტაჟიორი

სტაჟიორი

პროკრედიტ ბანკი Georgia ქართული
Posted Jul 29, 2026 5 days ago apply by Aug 12, 2026

Job description

სტაჟიორის ვაკანსია -თელავის ფილიალში, ბიზნეს კლიენტების მრჩევლების გუნდში (მიკრო) (შემდგომი დასაქმების პერსპექტივით). გსურთ კარიერის დაწყება საბანკო სფეროში? გეძლევათ შესაძლებლობა, შეუერთდეთ ჩვენს გუნდს სტაჟიორის პოზიციაზე, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. ჩვენ გთავაზობთ: ** ანაზღაურებად სტაჟირებას ** რეალურ საბანკო პრაქტიკას და გამოცდილებას ** პროფესიულ განვითარებას და სწავლების შესაძლებლობას ** კარიერის გაგრძელების პერსპექტივას სტაჟირების დასრულების შემდეგ მოთხოვნები: ** 3-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული ** საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად ** დაინტერესებული საბანკო სფეროთი და სტაჟირებით ** ინგლისური ენის ცოდნა ** პასუხისმგებლიანი, მოტივირებული, ენერგიული, სიახლეების სწრაფად ათვისების უნარით ** თუ მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის და გსურს კარიერის დაწყება დინამიურ და სტაბილურ გარემოში - შემოგვიერთდი! გამოგვიგზავნე შენი CVვაკანსიის დასახელებით — "სტაჟიორი (თელავი)" შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] და გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 12-08-2026 რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე. თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: 2 20 22 22; [email protected]