TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სტაჟიორი გაყიდვების მიმართულებით

სტაჟიორი გაყიდვების მიმართულებით

Georgia ქართული
Posted Jul 21, 2026 1 day ago apply by Aug 21, 2026

Job description

პოზიცია - სტაჟიორი გაყიდვების მიმართულებით გინდა მიიღო პრაქტიკული გამოცდილება B2B გაყიდვების მიმართულებით? ჩვენ ვართ ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციებს ეხმარება ტალანტების შერჩევასა და სწორი გუნდის ჩამოყალიბებაში. გთავაზობთ გაყიდვების სტაჟირების პროგრამას (Sales Intern), სადაც შესაძლებლობა გექნება ჩაერთო რეალურ ბიზნეს პროცესებში, მართო მაღალი დონის კომუნიკაცია და განავითარო ის უნარები, რომლებიც ნებისმიერ წარმატებულ კარიერას უდევს საფუძვლად. თუ გაქვს მოტივაცია, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და გინდა თეორიული ცოდნა რეალურ შედეგებად აქციო - ეს შესაძლებლობა შენთვისაა. რას გააკეთებ: ** მოიძიებ და შეისწავლი პოტენციურ პარტნიორ კომპანიებს ** დაამყარებ პირველად ბიზნესკონტაქტებს ახალ პარტნიორებთან ** წარადგენ კომპანიის სერვისებს პოტენციურ კლიენტებთან ** დაგეგმავ საქმიან შეხვედრებს და მხარს დაუჭერ გაყიდვების სრულ ციკლს ** წარმართავ კომუნიკაციას LinkedIn-ის, ელფოსტისა და სატელეფონო არხების საშუალებით რას ვეძებთ: ** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარს ** პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობასა და ორგანიზებულობას ** შედეგზე ორიენტირებულ მიდგომას ** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარს ** Microsoft Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნას ** გამოცდილება სავალდებულო არ არის - ჩვენ ყველაფერს გასწავლით! ფორმატი: ჰიბრიდული (ძირითადად ონლაინ) ხანგრძლივობა: 4 თვე რას მიიღებ: ** B2B გაყიდვების რეალურ, პრაქტიკულ გამოცდილებას ** გამოცდილ მენტორებთან თანამშრომლობასა და მუდმივ მხარდაჭერას ** ბიზნეს კომუნიკაციისა და კლიენტების მართვის თანამედროვე მიდგომების ათვისებას გამოიყენე ეს შანსი, შემოუერთდი ჩვენს გუნდს და დაიწყე შენი კარიერული გზა ბიზნეს საკონსულტაციო სფეროში! შეავსე განაცხადი: https://forms.gle/zPzSAWzbqWx5cT5t5 598 911 949 [email protected]