სტაჟიორი ხარჯთაღმრიცხველი
Job description
კომპანია SEKKEI PARK აცხადებს - ხარჯთაღმრიცხველის სტაჟირებას კომპანიის შესახებ: ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს MEP პროექტების განხორციელებაში, აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოვლასა და გამართულად მუშაობაში. ვაკანსიის შესახებ: ანაზღაურება: 700 ლარი სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00, შაბათ-კვირის გარდა ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მედეა ჩახავას #9 საკონტაქტო ტელ.ნომერი: 595 116 735 ფუნქცია-მოვალეობები: საპროექტო დოკუმენტაციისა და მოცულობების უწყისების (BOQ) შედარება სახარჯთაღრიცხვო მონაცემებთან, მათ შორის შეუსაბამობების იდენტიფიცირება უფროსი სპეციალისტის ზედამხედველობით; კლიენტებისა და ფინანსური გუნდისთვის წარსადგენი პირველადი განფასებების მომზადებაში მონაწილეობა; საინჟინრო/საინსტალაციო მასალების ფასების აქტიური მონიტორინგი და კვლევა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე; სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებასა და განხილვაში მონაწილეობის მიღება; დაკონტრაქტებამდე განფასებების კორექტირებაში მონაწილეობა ტექნიკური დეპარტამენტისა და პროექტანტების რეკომენდაციების საფუძველზე. ძირითადი მოთხოვნები: Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა ინგლისური ენის ცოდნა უნარები და თვისებები: სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული; დროის ეფექტურად მართვის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები: სამედიცინო დაზღვევა პროფესიული განვითარება სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://sekkeipark.com/ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!