სტაჟიორი - მომხმარებელთან ურთიერთობის დეპარტამენტი
Job description
კომპანია " არქი ", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. "არქი"-ში ვეძებთ სტაჟიორს - მომხმარებელთან ურთიერთობის დეპარტამენტში , რომლის ძირითადი ფუნქციები იქნება: ** მომსახურების პროცესში მენეჯერის მხარდაჭერა და მიმდინარე პროცესების მონიტორინგში ჩართულობა; ** მომხმარებლის მონაცემების ასახვა მონაცემთა ბაზაში და CRM-ში; ** სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ მომხმარებლის დროული ინფორმირება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; ** სასურველია Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. ჩვენ კი გთავაზობთ: ** საინტერესო საქმეს და განვითარების ხელშეწყობას; ** პროფესიონალებისაგან ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას; ** პოზიტიურ, კომფორტულ და სტაბილურ გარემოს. სამუშაო განაკვეთი: არასრული გრაფიკი (კვირაში 30 სთ) სტაჟირების პერიოდი: 6 თვე - დასაქმების პერსპექტივით ანაზღაურება: 400- 500 ნეტ ლარი თუ დაგაინტერესა ჩვენმა სტაჟირების პროგრამამ და გაქვს სურვილი მიიღო გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 28 ივლისის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.