TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სტაჟიორი მომხმარებელთან ურთიერთობის დეპარტამენტში

სტაჟიორი მომხმარებელთან ურთიერთობის დეპარტამენტში

არქი თბილისი ქართული
Posted Jul 14, 2026 12h ago apply by Jul 28, 2026

Job description

კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. " არქი "-ში ვეძებთ სტაჟიორს - მომხმარებელთან ურთიერთობის დეპარტამენტში რომლის ძირითადი ფუნქციები იქნება: მომსახურების პროცესში მენეჯერის მხარდაჭერა და მიმდინარე პროცესების მონიტორინგში ჩართულობა; მომხმარებლის მონაცემების ასახვა მონაცემთა ბაზაში და CRM-ში; სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ მომხმარებლის დროული ინფორმირება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; სასურველია Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. ჩვენ კი გთავაზობთ: საინტერესო საქმეს და განვითარების ხელშეწყობას; პროფესიონალებისაგან ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას; პოზიტიურ, კომფორტულ და სტაბილურ გარემოს. სამუშაო განაკვეთი: არასრული გრაფიკი (კვირაში 30 სთ) სტაჟირების პერიოდი: 6 თვე - დასაქმების პერსპექტივით ანაზღაურება: 400- 500 ნეტ ლარი თუ დაგაინტერესა ჩვენმა სტაჟირების პროგრამამ და გაქვს სურვილი მიიღო გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 28 ივლისის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.