TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სტაჟიორი პროექტების კოორდინატორი

სტაჟიორი პროექტების კოორდინატორი

ინფრაკონ Georgia ქართული
Posted Jul 28, 2026 6 days ago apply by Aug 28, 2026

Job description

კომპანია " ინფრაკონ "-ი მოღვაწეობს ინფრასტრუქტურულ სფეროში და აწარმოებს სამშენებლო სამუშაოებს. კომპანია ეძებს მოტივირებულ, ენერგიულ და ორგანიზებულ ახალგაზრდას, რომელსაც სურს პროექტების მართვის სფეროს პროფესიული შესწავლა. ვაკანსია: სტაჟიორი პროექტების კოორდინატორი ძირითადი მოვალეობები: ** პროექტის მენეჯერების ასისტენტია ყოველდღიურ საქმიანობაში. ** სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, კალენდრის წარმოება და ოქმების (Minutes of Meeting) მომზადება. ** პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისტემატიზაცია, აღრიცხვა და ფაილების მოწესრიგება. ** პროექტის მიმდინარეობის მცირე დავალებების შესრულების მონიტორინგი და სტატუსის განახლება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მომიჯნავე სფეროში). ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel, PowerPoint) კარგად ფლობა. პიროვნული თვისებები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა. ** კარგი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი. ** დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი. ** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისებისა და განვითარების სურვილი. სამუშაო პირობები: ** სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე ** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ** ანაზღაურება: ფიქსირებული 700 ლარი ** ბენეფიტი: სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, განიხილება მუდმივ პოზიციაზე დასაქმების პერსპექტივა. განაცხადის მიღების წესი: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: [email protected] ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: "სტაჟიორი პროექტების კოორდინატორად".