TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სტაჟიორი შესყიდვების განყოფილებაში

სტაჟიორი შესყიდვების განყოფილებაში

Posted Jul 14, 2026 12h ago apply by Jul 15, 2026

Job description

თანდართული ფაილი: 737006_intern_tbilisi_state_5125405.zip " სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის " საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილებაში ცხადდება კონკურსი სტაჟიორის შესარჩევად. აპლიკანტი უნდა ფლობდეს: ** სახელმწიფო ენას (წერა, კითხვა, მეტყველება); ** ინგლისურ ენას (სასურველი); ** საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს - Microsoft Office: WORD, EXCEL, INTERNET, POWERPOINT. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე, შერჩეული აპლიკანტები გაივლიან შესარჩევ ზეპირ გასაუბრებას. ანაზღაურებადი სტაჟირება თვეში განისაზღვრება 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 30 საათისა შაბათ-კვირის გარდა. სტაჟირების გავლის პერიოდია 3 (სამი) თვე. აპლიკანტის მიერ საკონკურსო დოკუმენტების მიღება განისაზღვრება 2026 წლის 13 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით 17 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] სათაურის ველში უნდა მიეთითოს - ანაზღაურებადი სტაჟირება შესყიდვების განყოფილებაში. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ მიბმულ ფაილში.