TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სტაჟირება საქმისწარმოებისა და საოპერაციო მხარდაჭერის მიმართულებით

სტაჟირება საქმისწარმოებისა და საოპერაციო მხარდაჭერის მიმართულებით

Posted Jul 10, 2026 1 day ago apply by Aug 08, 2026

Job description

ENSECO საქმიანობის გაფართოებასთან დაკავშირებით აცხადებს სტაჟირებას საქმისწარმოებისა და საოპერაციო მხარდაჭერის მიმართულებით , შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. სტაჟირება განკუთვნილია მოტივირებული კანდიდატებისთვის, რომლებსაც სურთ პრაქტიკული გამოცდილების მიღება კომპანიის საქმისწარმოების, დოკუმენტბრუნვის, ბუღალტრული მომსახურების მიმწოდებელ კომპანიასთან კოორდინაციისა და ადმინისტრაციულ-სამეურნეო პროცესების მიმართულებით. ძირითადი მოვალეობები: შემოსული და გასული კორესპონდენციის მიღებასა და შესაბამის ადრესატებთან გადაგზავნაში მონაწილეობა; ოფიციალური წერილების მიღების დადასტურება და, საჭიროების შემთხვევაში, რეგისტრაციის ნომრების მოთხოვნა; შემოსული და გასული დოკუმენტების აღრიცხვა, სისტემატიზაცია და არქივირება; დოკუმენტებისა და სამუშაო პროცესების რეგისტრაცია და განახლება Excel-ის ცხრილებში, Google Drive-სა და monday.com-ის სისტემაში; ახალი სააღრიცხვო ცხრილების შექმნასა და არსებული მონაცემების განახლებაში მონაწილეობა; ხელშეკრულებების, მათი ცვლილებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადებაში დახმარება; ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების გაგზავნის, ხელმოწერისა და დაბრუნების პროცესის კონტროლი; ხელშეკრულებების მოქმედების ვადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მონიტორინგი; დოკუმენტების ბეჭდვა, სკანირება, შესაბამისი წესით დასახელება და არქივირება; ბუღალტრული მომსახურების მიმწოდებელ კომპანიასთან კომუნიკაციასა და საჭირო დოკუმენტაციის გადაგზავნაში მონაწილეობა; ინვოისების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა პირველადი დოკუმენტების მოწესრიგება; მისაღები და გადასახდელი თანხების ჩარიცხვის სტატუსის მონიტორინგი; მივლინების ბრძანებებისა და თანმხლები დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა; საწვავის მოხმარების მონაცემების აღრიცხვა და მონიტორინგი; ოფისის საკანცელარიო და სხვა სამეურნეო საჭიროებების აღრიცხვა და მათი უზრუნველყოფის კოორდინაციაში მონაწილეობა; ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა ადმინისტრაციული და საოპერაციო დავალებების შესრულება. მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი - ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ფინანსების, სამართლის ან სხვა მონათესავე მიმართულებით; Microsoft Word-ისა და Excel-ის საბაზისო ცოდნა; ელექტრონულ ფოსტასა და Google Drive-თან მუშაობის უნარი; monday.com-თან ან სხვა საქმისწარმოებისა და სამუშაო პროცესების მართვის პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება — სასურველია; გამართული წერითი და ზეპირი ქართული ენა; ინფორმაციის მოწესრიგებისა და სისტემატიზაციის უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ახალი ცოდნისა და უნარების შეძენის სურვილი; კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი. სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის. შერჩევისა და სტაჟირების პირობები: კანდიდატების შერჩევის პროცესი შესაძლოა მოიცავდეს გასაუბრებას და/ან პოზიციის შესაბამის პრაქტიკულ დავალებებს. შერჩევის პროცესში შეფასდება კანდიდატის: ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი; დოკუმენტებთან მუშაობის სიზუსტე; Microsoft Word-ისა და Excel-ის გამოყენების საბაზისო უნარები; სამუშაოს ორგანიზებისა და ვადების კონტროლის უნარი; წერილობითი კომუნიკაციის უნარი; პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა. სტაჟირების გაგრძელება და შემდგომი დასაქმების შესაძლებლობა დამოკიდებული იქნება კანდიდატის მიერ გამოვლენილ შედეგებზე, სამუშაო პროცესებთან ადაპტაციის უნარსა და პროფესიული განვითარების პოტენციალზე. კომპანია გთავაზობთ: პრაქტიკულ გამოცდილებას რეალურ ადმინისტრაციულ და საოპერაციო პროცესებში; დოკუმენტბრუნვის, ხელშეკრულებების ადმინისტრირებისა და ბუღალტრული მომსახურების მიმწოდებელ კომპანიასთან ურთიერთობის გამოცდილებას; Excel-ის, Google Drive-ისა და monday.com-ის პრაქტიკულ გამოყენებას საქმისწარმოებისა და სამუშაო პროცესების მართვისთვის; გარემოსდაცვით პროექტებსა და მომსახურებებთან დაკავშირებულ სამუშაო პროცესებში ჩართულობას; პროფესიული განვითარებისა და გამოცდილ თანამშრომლებთან მუშაობის შესაძლებლობას; სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობას; დასაქმების შემთხვევაში ჯანმრთელობის დაზღვევას; მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი სტაჟირების ხანგრძლივობა და პირობები: განისაზღვრება შერჩეულ კანდიდატთან შეთანხმებით. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV / რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] საკონტაქტო ნომერი: +995 511 19 19 00