სტაჟირების პროგრამა გაყიდვებში
Job description
" Vengo Group " აცხადებს ანაზღაურებად 3-თვიან სტაჟირების პროგრამას სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გაყიდვებით, ბიზნეს კომუნიკაციითა და საერთაშორისო ლოგისტიკით . პროგრამის მიზანია, ახალგაზრდებს მისცეს პრაქტიკული გამოცდილება B2B გარემოში და საუკეთესო მონაწილეებს შესთავაზოს კომპანიაში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა გაყიდვების მიმართულებით. რას ვთავაზობთ: ** 3-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას; ** 700 ლარს (ნეტი) ყოველთვიური ანაზღაურების სახით; ** პრაქტიკულ გამოცდილებას საერთაშორისო ლოგისტიკისა და B2B გაყიდვების სფეროში; ** მენტორობასა და ყოველდღიურ მხარდაჭერას გამოცდილი გუნდისგან; ** თანამედროვე გაყიდვების პროცესებთან მუშაობის გამოცდილებას; ** წარმატებით დასრულების შემთხვევაში - გაყიდვების გუნდში დასაქმების რეალურ პერსპექტივას. სტაჟიორის ძირითადი მოვალეობები: ** საქართველოს იმპორტიორი კომპანიების ბაზების დამუშავება; ** კომპანიების შესახებ ინფორმაციის მოძიება (ვებგვერდი, LinkedIn, ბიზნეს კატალოგები და სხვა წყაროები); ** საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება და განახლება; ** კომპანიებთან სატელეფონო კომუნიკაცია ინფორმაციის დაზუსტების მიზნით (გაყიდვების გარეშე); ** პოტენციური კლიენტების კლასიფიკაცია მოცულობისა და საქმიანობის მიხედვით. ვის ვეძებთ: ** ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტს; ** კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლიან კანდიდატს; ** ქართული ენის თავისუფლად მცოდნეს; ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** MS Excel-ის საბაზისო ცოდნის მქონე კანდიდატს; ** სწავლისა და პროფესიული განვითარების მაღალი მოტივაციის მქონე კანდიდატს. რატომ ღირს მონაწილეობა: სტაჟირება წარმოადგენს რეალურ კარიერულ შესაძლებლობას. პროგრამის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან თანამედროვე B2B გაყიდვების პროცესს, საერთაშორისო ლოგისტიკის სპეციფიკას და იმუშავებენ რეალურ ბიზნეს მონაცემებზე. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ საუკეთესო კანდიდატებს შევთავაზებთ სრულ განაკვეთზე დასაქმებას Vengo Group-ის გაყიდვების გუნდში. როგორ გამოეხმაუროთ: დაინტერესებულმა სტუდენტებმა გამოგზავნეთ CV ელფოსტაზე: [email protected]