TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / STEM კლუბის მასწავლებელი

STEM კლუბის მასწავლებელი

american-international-school-progress Georgia ქართული
Posted Jul 27, 2026 1 day ago apply by Aug 20, 2026

Job description

" ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი " აცხადებს ვაკანსიას STEM კლუბის მასწავლებლის პოზიციაზე შემდეგ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში . ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს სამ უმსხვილეს კამპუსს ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. პროგრესი 2002 წელს დაარსდა და ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით: სახელმწიფო და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს - "College Board"-ის მიერ. პროგრესს ასევე მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია "Advanced, " ამერიკული სკოლების მაკრედიტირებელი ორგანოს მიერ. ეს ყოველივე პროგრესს ანიჭებს ოფიციალურ უფლებამოსილებას ასწავლოს ინტეგრირებულად ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით და გასცეს ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში! ამავდროულად ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სკოლის პერიოდშივე აქვთ საშუალება მოემზადონ ამერიკული წინა-საუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და ჩააბარონ საგნობრივი AP გამოცდები, რომელიც საერთაშორისო უნივერსიტეტებში აღიარებულია კრედიტებად! მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა, მათი მუდმივი განვითარება სწავლის პროცესში დასავლური სტანდარტების ინტეგრირებითა და ამერიკის უნივერსიტეტში სწავლის ხელშეწყობა ბრენდის მთავარი და უწყვეტი მისიაა! დეტალური ინფორმაცია პროგრესის საქმიანობის შესახებ, იხილეთ: http://www.schoolprogress.ge/ STEM კლუბის მასწავლებელი STEM კლუბის წევრებისთვის სასწავლო პროექტების დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი. ძირითადი მოვალეობები: ** კლუბის წევრებთან კვირაში, მინიმუმ, ერთხელ შეხვედრის ჩატარება; ** სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში რობოტიკისა და პროგრამირების საფუძვლების სწავლება; ** რობოტული სისტემების კონსტრუირებისა და პროგრამირების პრაქტიკული გაკვეთილების ჩატარება; ** პრაქტიკული პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, რომლის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან ინოვაციურ ტექნოლოგიებს; ** გუნდური მუშაობის წახალისება და შემოქმედებითი ამოცანების შეთავაზება; ** სასკოლო თემატური პროექტებისა და კონკურსების ორგანიზებაში მონაწილეობა; ** რეგიონულ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო თემატურ პროექტებში, კონკურსებსა და ჩემპიონატებში მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფა; ** პროგრამის შუალედური და საბოლოო შედეგების მიღწევის მონიტორინგი; ** მიღებული შედეგების საფუძველზე მომდევნო სასწავლო წლის საქმიანობის დაგეგმვა. ტექნიკური უნარები: ** მიკროკონტროლერები: Arduino, Micro:bit და ESP32 პლატფორმებზე მუშაობის გამოცდილება; ** პროგრამირება: C/C++ან Python ან Scratch ენების ფლობა; ** ელექტრონიკა: მარტივი ელექტრული წრედის აწყობისა და ფუნდამენტური პრინციპების (ძაბვა, დენი, წინაღობა) ცოდნა; ** სენსორებთან მუშაობა: სხვადასხვა ტიპის სენსორებიდან მონაცემების წაკითხვა და დამუშავება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** STEM პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება ან/და STEM პროგრამების სწავლების გამოცდილება; ** უმაღლესი ან არაფორმალური განათლება შესაბამის სფეროში/სფეროებში, რაც დადასტურდება შესაბამისი დოკუმენტით; ** ინგლისური ენის ცოდნა, მინიმუმ, B1 დონეზე; ** სასურველია გამოცდილება საგანმანათლებლო / ტრენინგ / პროფესიული განვითარების სფეროში; ** ძლიერი საკომუნიკაციო და წერის უნარები ქართულ ენაზე (ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); ** პროექტებზე ერთდროული მუშაობის უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** კრეატიულობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** შესაძლებლობას იმუშაოთ ინტელექტუალურად გამორჩეულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან; ** კარიერული წინსვლის პერსპექტივა; ** მოქნილი სამუშაო გრაფიკი; ** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით. ადგილმდებარეობა: ** ქ. ბათუმი, ვ. შამილაძის #30, ** ქ. ქუთაისი დ. აღმაშენებლის #20, ** ქ. თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას #39. სამუშაო დრო: მოქნილი სამუშაო გრაფიკი ვაკანტური ადგილი: 3 რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ: ** [email protected] - ბათუმი ** [email protected] - ქუთაისი ** [email protected] - თბილისი სათაურში მიუთითეთ: STEM კლუბის მასწავლებელი და ქალაქის სახელწოდება, სადაც გსურთ დასაქმება. ბოლო ვადა: 20 აგვისტო . გასაუბრებაზე დავიბარებთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით. მადლობა დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!