სტომატოლოგიის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი
Job description
შპს " ევროპის უნივერსიტეტი " აცხადებს ღია კონკურსს სტომატოლოგიის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში აკადემიური ნიშნით კლინიკურ დისციპლინაში შემდეგი მიმართულებით: 1) კლინიკური მიმართულება (აკადემიური ნიშნით) (ინგლისურენოვანი): თერაპიული სტომატოლოგია - 1 პროფესორი; 1 ასოცირებული პროფესორი. 2) კლინიკური მიმართულება (აკადემიური ნიშნით) (ქართულენოვანი): ** თერაპიული სტომატოლოგია -1 ასისტენტ-პროფესორი; ** ყბა-სახის ქირურგია -1 პროფესორი. საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები: პროფესორის (აკადემიური ნიშნით) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ** ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ** ჰქონდეს სულ მცირე 6 წელი პედაგოგიური და სულ მცირე 9 წელი კლინიკური გამოცდილება; ** ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან მათი თანაავტორობა; ** ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება; ** ინგლისური ენის არანაკლებ B2-დონეზე ცოდნა; ** უნდა ფლობდეს შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატს. ასოცირებული პროფესორის (აკადემიური ნიშნით) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ** ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ** ჰქონდეს სულ მცირე 3 წელი პედაგოგიური და ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება; ** ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან მათი თანაავტორობა; ** ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება; ** ინგლისური ენის არანაკლებ B2-დონეზე ცოდნა; ** უნდა ფლობდეს შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატს. ასისტენტ-პროფესორის (აკადემიური ნიშნით) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ** ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ** ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციების გამოქვეყნებები ან მათი თანაავტორობა; ** ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება; ** ჰქონდეს სულ მცირე 3 წელი კლინიკური გამოცდილება; ** უნდა ფლობდეს შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატს. შენიშვნა: ინგლისური ენის ცოდნა ქართულენოვან პროგრამაზე კანდიდატისთვის არ წარმოადგენს სავალდებულო მოთხოვნას. საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია: კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას ელექტრონულად (ელფოსტაზე: [email protected] ) წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ** განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (განაცხადი ივსება მხოლოდ ერთი მიმართულებით და ერთ კონკრეტულ პოზიციაზე); ** ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ევროპის უნივერსიტეტის ფორმატში (განაცხადის და CV-ის ფორმა იხილეთ შემდეგ ელექტრონულ ბმულზე: https://eu.edu.ge/konkursi-stomatologiis-inglisurenovan/ ); ** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ** შესაბამის სფეროში კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების, მათ შორის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის (დოქტორის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებული) დიპლომის არსებობის შემთხვევაში კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი); ** სამეცნიერო/პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები; ** საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების სია და ნაშრომები ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში); ** შესაბამისი სილაბუსები (ელექტრონული ვერსია); ** სერტიფიკატის ასლი, რომელიც ადასტურებს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში ტრენინგის გავლის ფაქტს (არსებობის შემთხვევაში, ხოლო სერტიფიკატის არ ქონის შემთხვევაში უნივერსიტეტი უზრუნველყოფს საკუთარი რესურსით პერსონალის გადამზადებას); ** ცნობა სამუშაო ადგილიდან, რომელიც ადასტურებს კლინიკურ გამოცდილებას; ** შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი; ** ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი ერთ-ერთი დოკუმენტი: - ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე 3 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; - საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელების (არანაკლებ 1 წლის განმავლობაში) დამადასტურებელი დოკუმენტი; - საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელების (არანაკლებ 1 წლის განმავლობაში) დამადასტურებელი დოკუმენტი; - ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით; - ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.); ** "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა"; ** სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში). კონკურსი ჩატარდება შპს "ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების წესის" შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს: ** პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება. ** მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება. კონკურსის ვადები: ** კონკურსი გამოცხადებულია 2026 წლის 14 ივლისიდან; ** აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 14 აგვისტოდან 21 აგვისტოს ჩათვლით; ** კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2026 წლის 1 სექტემბრისა; ** კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2026 წლის 11 სექტემბრისა; ** კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2026 წლის 14 სექტემბრისა; ** კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადაა 2026 წლის 14 სექტემბრიდან 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://eu.edu.ge/konkursi-stomatologiis-inglisurenovan/ საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას უზრუნველყოფს ევროპის უ