სტუმართმოყვარეობის ლიდერი
Job description
"McDonald`s Georgia" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სტუმართმოყვარეობის ლიდერი . სამუშაო ადგილი: ზუგდიდი ჩვენ, მაკდონალდს საქართველო, 1999 წლიდან ვოპერირებთ ქართულ ბაზარზე და ვართ ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყანაში მომსახურების კულტურის განვითარებაში. დღეს ჩვენს სტუმრებს ვემსახურებით 28 რესტორნით (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი), ხოლო ჩვენი დიდი გუნდი უკვე აერთიანებს 2600-ზე მეტ ახალგაზრდა თანამშრომელს რას გთავაზობთ: ** დინამიურ სამუშაო გარემოს დიდ და მეგობრულ გუნდში; ** პროფესიული და პიროვნული განვითარების ტრენინგებს; ** უფასო კვებას; ** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას. სტუმართმოყვარეობის ლიდერის პოზიციის ძირითადი ვალდებულებები: ** სტუმრების კეთილგანწყობით დახვედრა; ** სტუმრების ნაკადის მართვა; ** სტუმრების დახმარება გააკეთონ შეკვეთა ჩვენს რესტორნებში განთავსებულ კიოსკებთან; ** სტუმრებისათვის კონსულტაციის გაწევა მენიუს შერჩევაში; ** სტუმრებისათვის ჩვენი ახალი პროდუქტებისა და აქციების პრეზენტირება; ** სტუმრებისათვის ინფორმაციის მიწოდება ჩვენი პროდუქტის ხარისხისა და მათი კვებითი ღირებულებების შესახებ; ** სტუმართა შეკითხვებსა და მიმართვებზე რეაგირება, პასუხი და მათი დახმარება; განათლება, კვალიფიკაცია და უნარები: ** განათლება: უმაღლესი (ბაკალავრი) ** კვალიფიკაცია: სამუშაო გამოცდილება გაყიდვებში ან მომსახურების სფეროში, კლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილება აუცილებელი უნარები: ** ეფექტური კომუნიკაცია ** პროდუქტის პრეზენტირება ** მოლაპარაკებების მართვა ** ორგანიზებულობა და სწრაფად მოქმედების უნარი ** ემოციების მართვა უცხო ენა: აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 29 ივლისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: [email protected] გაცნობებთ, რომ შპს "თ და კ რესტორნების" მიერ, თქვენი კანდიდატურის შერჩევისა და შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნით ხორციელდება თქვენი პერსონალური მონაცემების, კერძოდ: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, სქესი, პირადი ნომერი, მობილურის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, CV, დამუშავება. შესარჩევი ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, რესტორანში დასაქმების მსურველი პირების შემთხვევაში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნებიდან გამომდინარე, "კომპანიის" მხრიდან ასევე ხორციელდება განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაცია დამუშავება. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება "კომპანიის" მიერ ხორციელდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული პრინციპების დაცვით.დამატებით გაცნობებთ, რომ შპს "თ და კ რესტორნების" მიერ პერსონალური მონაცემები ინახება 3 (სამი) წლის ვადით.ამასთანავე განგიმარტავთ, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოვითხოვოთ, "კომპანიაში" არსებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციის მიღება, გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა (მონაცემთა დამუშავების დროებითი შეჩერება), წაშლა ან/და განადგურება, შემდეგ ელ. ფოსტაზე შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის გაგზავნის გზით: [email protected] ; [email protected] .