TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სუ შეფი

სუ შეფი

Best Western Plus Batumi Georgia ქართული
Posted Jul 14, 2026 12h ago apply by Aug 14, 2026

Job description

საერთაშორისო სასტუმრო ქსელი " Best Western Plus Batumi/ბესთ უესტერნ პლას ბათუმი " აცხადებს ვაკანსიას სუ შეფის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** საკვების მომზადებისა და მირთმევის, პრეზენტაციის პროცესის კონტროლი; ** შეკვეთების დროულად და სტანდარტების დაცვით მომზადება; ** სამზარეულოში არსებული მარაგების ეფექტურად გამოყენება, კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთა; ** კერძების ტექნოლოგიური ბარათების წინასწარი გაწერა და პროცესში მონაწილეობის მიღება; ** სამზარეულოს პერსონალის სამუშაო დღის დაგეგმვა და მიმდინარე პროცესების გადანაწილება; ** თანამშრომლებისათვის დეტალური ტრენინგის ჩატარება, განთავსებული დანადგარებისა და მოწყობილობების, ასევე უსაფრთხოების წესების შესახებ; ** ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა; ** სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა; ** შეფ-მზარეულის სხვა მითითებების შესრულება პიროვნული უნარ-ჩვევები: ** სისწრაფე და დროის მართვის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ორგანიზებულობა; ** პუნქტუალურობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია სასტუმროს სფეროში; ** პროფესიული განათლება კვებისა და სასმელების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესად). დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება "სუ შეფი". კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე. გისურვებთ წარმატებას!