სუ-შეფის თანამშრომელი
Job description
ACCOR ჯგუფის წევრი სასტუმრო ibis Tbilisi City აცხადებს ვაკანსიას სუ-შეფის თანამშრომლის პოზიციაზე შენი როლი იქნება: სამზარეულოს ყოველდღიური მუშაობის ორგანიზება და კონტროლი; აღმასრულებელი შეფ-მზარეულის მხარდაჭერა მენიუს დაგეგმვისა და განახლების პროცესში, ასევე ახალი კერძებისა და რეცეპტების შემუშავებაში; სამზარეულოს გუნდის მართვა,გადანაწილება და მოტივაცია; კერძების ხარისხის, გემოსა და პრეზენტაციის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა; საკვების უსაფრთხოების, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების, ასევე HACCP-ის სტანდარტების დაცვა; მარაგების, შეკვეთების, კალკულაციების, ჩამოწერებისა და ინვენტარიზაციის კონტროლი; შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა და სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა. მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; კულინარიული ტექნიკისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების ცოდნა; გუნდის მართვისა და ორგანიზების გამოცდილება; მარაგების მართვის და ინვენტარიზაციის გამოცდილება; სასტუმროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; საოფისე პროგრამების (MS Office) საშუალო დონეზე ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი. რას გთავაზობთ: საერთაშორისო ბრენდ ACCOR-ის წევრ სასტუმროში მუშაობის შესაძლებლობას; ACCOR-ის თანამშრომლის ფასდაკლების პროგრამით სარგებლობას; ჯანმრთელობის დაზღვევას; კვებას; პროფესიული განვითარების შესაძლებლობას და ტრენინგებს; გამოცდილ და პროფესიონალურ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას; სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს. სამუშაო პირობები ადგილმდებარეობა: თბილისი, სასტუმრო „ibis Tbilisi City“, ვ. წითლანაძის ქუჩა N1; სამუშაო გრაფიკი: 5/2, 9 სააათიანი ცვლები; ანაზღაურება: განიხილება ინდივიდუალურად კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV მითიტებულ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . გთოვთ, ელფოსტის სათურში მიუთითოთ ვაკანტური პოციზიის დასახელება დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გაცნობებთ, რომ "ibis Tbilisi City " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ ზემოთხსენებულ ელფოსტაზე. წარმატებებს გისურვებთ!