TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სურსათის უვნებლობის და ხარისხის მართვის სპეციალისტი

სურსათის უვნებლობის და ხარისხის მართვის სპეციალისტი

mcdonalds-georgia Georgia ქართული
Posted Aug 03, 2026 20h ago apply by Aug 17, 2026

Job description

" მაკდონალდს საქართველო " აცხადებს ვაკანსიას სურსათის უვნებლობის და ხარისხის მართვის სპეციალისტი (QA სპეციალისტი) პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00; ** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად; დამატებით: ** შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მართვის სისტემა, რომელსაც უკავშირდება კომპანიის საბონუსე პოლიტიკა; ** ინდივიდუალური განვითარების გეგმა; ** ყოველთვიური საწვავის ლიმიტი; ** სამედიცინო დაზღვევა; ** კორპორატიული ნომერი; ** კვების პოლიტიკით გათვალისწინებული ბენეფიტი - უფასო კვება (ადმინისტრაციის ლიმიტი) ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 - 18:00 საათებში. ** სპორტული აქტივობის დაფინანსება (სპორტ დარბაზის აბონემენტი) ** სამოტივაციო პროგრამით გათვალისწინებული აქტივობები ** პარასკევი მოკლე სამუშაო დღე 10:00 - 15:00. პოზიციის მიმოხილვა: QA სპეციალისტის პოზიცია პასუხისმგებელია მაკდონალდსის ხარისხისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვასა და კონტროლზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს მომხმარებლისთვის უსაფრთხო, მაღალი ხარისხისა და თანმიმდევრული პროდუქციის მიწოდება. ასევე, პასუხისმგებელია რესტორნებში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის პროცედურების შემუშავებაზე, დანერგვაზე, განახლებასა და მათი შესრულების მონიტორინგზე, აგრეთვე თანამშრომლებისთვის საჭირო ცოდნის, რესურსებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების ეფექტურად შესრულების უზრუნველსაყოფად. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ხელმძღვანელთან ერთად ზედამხედველობა გაუწიოს მომწოდებლების მიერ წარმოებული პროდუქტების მაკდონალდსის სტანდარტებთან შესაბამისობას, HACCP-ისა და სურსათის უვნებლობის სისტემების გათვალისწინებით; ** ხელმძღვანელთან ერთად ზედამხედველობა გაუწიოს ყველა ნედლეულის მიკვლევადობის პროცესს; ** სურსათის უვნებლობის ჩექლისთის საშუალებით მოახდინოს მომწოდებლების შემოწმება და შეფასება; ** ხელმძღვანელთან ერთად ზედამხედველობა გაუწიოს მაკდონალდსის მომწოდებლებთან კომუნიკაციის პროცესს, რათა დაიცვას/გაითვალისწინოს მაკდონალდსის საკვები პროდუქტების სპეციფიკაციები; ** უზრუნველყოს შესაბამისი ქმედებების ინიცირება და მათი მონიტორინგი, როგორც საკვები პროდუქტების შეუსაბამობის, ისე მომხმარებლებთან დაკავშირებული საჩივრების არსებობის შემთხვევაში; ** განსაზღვროს მოწოდების პროცესებთან და პროდუქციის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ძირითადი მიმართულებები ხარჯების შემცირების მიზნით; ** დახმარება გაუწიოს მომწოდებლებს ხარისხის დაცვის პროგრამების გაუმჯობესებაში, სწორი ნედლეულის შესარჩევად მზა პროდუქტების მიღების მიზნით და მოამზადოს სპეციფიკაციების მაკდონალდსის სტანდარტის შესაბამისად; ** ხელმძღვანელთან ერთად ზედამხედველობა გაუწიოს მაკდონალდსის ახალ მომწოდებლებთან ურთიერთობისას მაკდონალდსის სტანდარტების შესაბამისობის გაუმჯობესების პროცესებს; ** მაკდონალდსის რესტორნებში ზედამხედველობა გაუწიოს დანერგილ საკვების უსაფრთხოების პროგრამებს და აკონტროლოს HACCP -ის სტანდარტების შესრულება; ** გააკონტროლოს და საჭიროების შემთხვევაში ინიცირება გაუკეთოს ქვეყანაში არსებული პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესების პროცესებს, მიიღოს რეგულარული მონაწილეობა ლაბორატორიულად პროდუქტის ხარისხის შეფასებაში; ** დააორგანიზოს ადგილობრივი საკვები პროდუქტების ნიმუშების შეტანა ლაბორატორიაში შესაფასებლად/შესამოწმებლად და დაამუშაოს მიღებული ლაბორატორიული შედეგები, მოამზადოს რეპორტი და დაეხმაროს რესტორნებს მაკორექტირებელი ქმედებების განხორციელებაში; ** კოორდინირება გაუწიოს ტესტირებებსა და მის შემდგომ განხორციელებულ ღონისძიებებს; ** გააკონტროლოს და საჭიროების შემთხვევაში ინიცირება გაუკეთოს ქვეყანაში არსებული პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესების პროცესებს, მიიღოს რეგულარული მონაწილეობა ლაბორატორიულად ** დაამყაროს მუდმივი კომუნიკაცია შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან სურსათის უვნებლობის საკითხებთან დაკავშირებით; ** კოორდინაცია გაუწიოს კონტრაქტორი კომპანიის მიერ, რესტორნებში სურსათის უვნებლობის მესამე მხარის აუდიტების ჩატარების პროცესს. ** წელიწადში ერთხელ თავად ჩაატაროს სურსათის უვნებლობის გამოუცხადებელი აუდიტი რესტორნებში და უზრუნველყოს რეპორტის მიწოდება რესტორნებისთვის. უზრუნველყოს აუდიტის შედეგად დაფიქსირებული დარღვევების შესრულების გადამოწმება და გააკონტროლოს. რესტორნის მხრიდან განხორციელებულია შესაბამისი მაკორექტირებელი ქმედებები. ** უზრუნველყოს საჩივრების მართვა, მიზეზის დადგენა და პრობლემის აღმოფხვრა. რეპორტის წარმოება და წარდგენა კვარტლურად ხელმძღვანელთან. ** დააორგანიზოს და ჩაატაროს ტრენინგები ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით; ** მიიღოს აქტიური თანამონაწილეობა დეპარტამენტის ჭრილში არსებული მიზნებისა და გეგმების შესრულებაში. ** ნარჩენების მართვის კოდექსის გათვალისწინებით, ნარჩენების მართვის ეფექტური მექანიზმის შემუშავება რესტორნებისთვის. ** უზრუნველყოს რესტორნებში პროდუქტის ხარისხის შეფასებების დაგეგმვა და ჩატარება, მიღებული შედეგების საფუძველზე დეტალური რეპორტის მომზადება და მისი დროული წარდგენა შესაბამის დეპარტამენტთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება მიკრობიოლოგიის, ბიოლოგიის, ქიმიის, კვების ტექნოლოგიის ან მომიჯნავე მიმართულებით; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; ** სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის სისტემების ცოდნა; ** აუდიტების დაგეგმვისა და ჩატარების გამოცდილება; ** რეპორტებისა და ანალიტიკური ანგარიშების მომზადების გამოცდილება; ** პრეზენტაციების მომზადებისა და წარდგენის უნარი; ** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (B2/C1); ** MS Office-ის (განსაკუთრებით Excel-ისა და PowerPoint-ის) ეფექტურად გამოყენების უნარი. პიროვნული თვისებები: ** მაღალი ორგანიზაციული, ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარები; ** პროცესების ანალიზისა და მართვის უნარი; ** პრობლემების საფუძვლიანი და ზუსტი იდენტიფიცირების უნარი; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დინამიურ სამუშაო სივრცეში ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, შეავსოთ თქვენი აპლიკაცია 17 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ მისამართზე: https://careers.mcdonalds.ge/ge/vacancy/6a4bccad290b8015e7d33027