TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სურსათის უვნებლობის მენეჯერი

სურსათის უვნებლობის მენეჯერი

state-catering-support- Georgia ქართული
Posted Aug 03, 2026 20h ago apply by Aug 31, 2026

Job description

კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა " აცხადებს ვაკანსიას სურსათის უვნებლობის მენეჯერის პოზიციაზე, ქ. თბილისში. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურსათო ტექნოლოგიის, ბიოლოგიის, მიკრობიოლოგიის, მიმართულებით); ** 3 (სამწლიანი) სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციებზე; ** სურსათის უვნებლობის სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის ცოდნა; ** HACCP-ის სისტემის დანერგვის პრინციპების ცოდნა; ** დოკუმენტაციის წარმოებისა და შიდა აუდიტების განხორციელების უნარი; ** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა. ფუნქცია-მოვალეობები: ** საკვები პროდუქტების უვნებლობის სისტემის დანერგვისთვის ტრენინგ-პროგრამების შემუშავება, ასევე, სხვა მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება; ** თანამშრომლებისთვის HACCP-ის ძირითადი პრინციპებისა და საკანონმდებლო მოთხოვნების გაცნობა; ** საკვები პროდუქტების უვნებლობის რისკების შეფასების, კრიტიკული საკონტროლო წერტილების განსაზღვრისა და მართვის შესახებ პრაქტიკული სწავლების ჩატარება; ** თანამშრომლებისათვის HACCP-ის სისტემის დოკუმენტაციის სწორად შევსებისა და მართვის წესების გაცნობა; ** კვების ობიექტზე საკვები პროდუქტების უვნებლობის სისტემის (HACCP) დანერგვა და მართვა; ** ახალი რეგულაციების, სტანდარტებისა და პრაქტიკის ინტეგრირება სასწავლო პროცესში; ** თანამშრომლების მოტივაციის ამაღლება HACCP-ის სისტემის სწორად დანერგვისა და დაცვაში; ** კვების ობიექტზე დანერგილი საკვები პროდუქტების უვნებლობის სისტემის მონიტორინგი და შიდა აუდიტი; ** რეპორტების მომზადება და მონაცემთა ანალიზი; ** კვების ობიექტებზე, საკვები პროდუქტების უვნებლობის სისტემის ფარგლებში მონიტორინგისა და შიდა აუდიტის დროს აღმოჩენილი შეუსაბამობების განხილვა და რეკომენდაციების გაცემა კომპეტენციის ფარგლებში; ** ტრენინგების შემდეგ ეფექტიანობის შეფასება და შედეგების ანალიზი; ** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება; პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ** პრობლემების გადაჭრის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** გადაწყვეტილების მიღების უნარი; ** კომუნიკაბელური; ** დისციპლინირებული/პუნქტუალური; ** დეტალებზე ორიენტირებული; ჩვენ გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** ჯანსაღ სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს; სამუშაო საათები: 09:00-18:00 / (1 საათი შესვენება); სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი / კვირაში 5 დღე; ანაზღაურება: შეთანხმებით. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122, 2026 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!