TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სუშის მზარეული

სუშის მზარეული

sushi-icons Georgia ქართული
Posted Jul 22, 2026 14h ago apply by Aug 22, 2026

Job description

ვინ ვართ ჩვენ? "Sushi Icons Georgia " არის იაპონური სამზარეულოს ბრენდი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის პროდუქტს, გამორჩეულ გემოსა და თანამედროვე მომსახურების გამოცდილებას. ჩვენი გუნდი აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ხარისხზე, დეტალებზე და სტუმრისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლების პროფესიული განვითარება, გუნდური მუშაობა და მაღალი სტანდარტების მუდმივი დაცვა. ჩვენი გუნდი ეძებს სუშის მზარეულს . სამუშაო გრაფიკი: მოქნილი გრაფიკი შეთანხმებით (9-12 საათიანი ცვლები), 2/2 სამუშაო გრაფიკი. ანაზღაურება: 100-140 ლარი ცვლაში (12 საათი) — ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და პროფესიული უნარების მიხედვით. ჩვენ გთავაზობთ: ** დროულ ანაზღაურებას — თვეში ორჯერ; ** ანაზღაურებად შვებულებას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** დამატებით ბონუსებს; ** კვებას სამუშაო ცვლის განმავლობაში; ** ღამის ტრანსპორტირებას; ** კორპორაციულ ფასდაკლებებს თანამშრომლებისთვის; ** მეგობრულ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას. ძირითადი მოვალეობები: ** სუშისა და იაპონური სამზარეულოს პროდუქციის მომზადება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად; ** სუშის როლების აწყობა და გახვევა; ** პროდუქციის ხარისხისა და ვიზუალური სტანდარტების კონტროლი; ** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და ორგანიზებულობის უზრუნველყოფა; ** სამზარეულოს შიდა პროცედურებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** აუცილებელია სუშის მზარეულად მუშაობის გამოცდილება; ** სუშის მომზადებისა და როლების გახვევის ტექნიკის ცოდნა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** სწრაფ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი. დეტალური ინფორმაციის მისაღებად და განაცხადის შესავსებად, ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://w.sushiicons.ge/sushi-master ასევე, დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გისურვებთ წარმატებას!