ტალანტებისა და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
Job description
" ძველი სუფრა " — ქართული კულტურით შთაგონებული სახლის ბრენდია, რომელიც 1998 წლიდან მასპინძლობისა და ერთად ყოფნის ტრადიციებს ალამაზებს. ჩვენ გვჯერა, ბრენდის იდენტობას ადამიანები აყალიბებენ, ამიტომ ჩვენი მთავარი ღირებულება გუნდია. თუ გსურთ გახდეთ ამ ისტორიის ნაწილი, მართოთ ჩვენი კორპორაციული კულტურა და საკუთარი გამოცდილებით ხელი შეუწყოთ ძლიერი, პროფესიონალი და მოტივირებული გუნდის განვითარებას, შემოგვიერთდით ტალანტებისა და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე. რას გააკეთებ ჩვენთან? ** ტალანტების მოზიდვა (Recruitment & Selection): მართავ შერჩევის სრულ ციკლს — ვაკანსიის შექმნიდან საუკეთესო კანდიდატის გუნდში მიღებამდე. ** ონბორდინგი: იზრუნებ ახალი თანამშრომლების თბილ მიღებასა და მათ სწრაფ, კომფორტულ ადაპტაციაზე. ** HR ადმინისტრირება: უზრუნველყოფ პირადი საქმეების, HR დოკუმენტაციისა და სახელფასო უწყისებისთვის საჭირო მონაცემების მოწესრიგებულ მართვას. ** შრომითი ურთიერთობები: წარმართავ HR პროცესებს საქართველოს შრომის კანონმდებლობის სრული დაცვით. ** ზრუნვა და განვითარება: დაგეგმავ გუნდის მოტივაციისა და ჩართულობის ასამაღლებელ პროექტებს, ასევე პროფესიული ზრდის პროგრამებს. ** შიდა კულტურა: იზრუნებ პოზიტიურ, ჯანსაღ სამუშაო გარემოს შექმნასა და მუდმივ კომუნიკაციაზე. ** ფილიალების მხარდაჭერა: პერიოდულად ესტუმრები გაყიდვების წერტილებს (Retail), მონიტორინგს გაუწევ ბრენდის სტანდარტების დაცვას და დაეხმარები ადგილობრივ გუნდებს. ეს პოზიცია შენთვისაა, თუ: ** ხარ ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული და სტრუქტურული. ** გაქვს შესანიშნავი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი. ** გამოირჩევი მაღალი ემოციური ინტელექტითა და ემპათიით, მაგრამ ამავდროულად შეგიძლია დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება. ** გაქვს ადამიანების მართვის, მოტივირებისა და გუნდურობის განცდის შექმნის გამოცდილება. ** ეფექტურად მართავ დროს და იცი, რას ნიშნავს კონფიდენციალურობის მაღალი სტანდარტი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება HR generalist-ის ან HR მენეჯერის პოზიციაზე. ** შრომითი კანონმდებლობის პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ** საცალო გაყიდვების (Retail) სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. რას გთავაზობთ ჩვენ? ** იმუშავებ ქართულ პრემიუმ ბრენდში, რომელსაც ძლიერი მისია აქვს. ** გექნება რეალური გავლენა კომპანიის კულტურასა და გუნდის განვითარებაზე. ** უშუალოდ ითანამშრომლებ კომპანიის დამფუძნებლებთან. ** გექნება თავისუფლება შექმნა და დანერგო ახალი HR პროცესები. ** კომპანია დააფინანსებს შენს პროფესიულ განვითარებას. ანაზღაურება: ფიქსირებული ხელზე ასაღები ანაზღაურება: 2000 ₾ სამუშაო ადგილი და გრაფიკი: ** მისამართი: ნუცუბიძის ქ. #139 ** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი | 40 სამუშაო საათი (1 საათიანი შესვენებით) თუ ფიქრობ, რომ ეს შესაძლებლობა შენთვისაა, გამოგვიგზავნე რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . ელ. წერილის სათაურის (Subject) ველში მიუთითე: HR მენეჯერი - ძველი სუფრა. გაითვალისწინეთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.