TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / თბომავლის მემანქანე

თბომავლის მემანქანე

რუსთავის აზოტი Georgia ქართული
Posted Jul 27, 2026 1 day ago apply by Aug 27, 2026

Job description

სს " რუსთავის აზოტი " 2023 წლიდან არის "ინდორამა კორპორაციის" გუნდის წევრი. სს "რუსთავის აზოტი" წარმოადგენს რეგიონში უდიდეს ქიმიურ საწარმოს, რომელშიც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და რომელიც ერთადერთი მწარმოებელია სამრეწველო ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების მიმართულებით. სს "რუსთავის აზოტი" აცხადებს ვაკანსიას თბომავლის მემანქანის პოზიციაზე ლოკაცია: რუსთავი , მშვიდობის ქ #2, რუსთავის აზოტის საწარმო სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი ცვლა (ყოველი მე-4 დღე) ძირითადი მოვალეობები: ** თბომავლის მართვა და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი ** ვაგონების მანევრირება საწარმოს შიდა სარკინიგზო ქსელზე, უსაფრთხოების ნორმების დაცვით ** სამუშაოს დაწყებამდე და დასრულების შემდეგ თბომავლის დათვალიერება და ტექნიკური გამართულობის შემოწმება ** გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ინფორმირება შესაბამისი სამსახურის ** სამუშაო დოკუმენტაციისა და ჟურნალების წარმოება ** შრომის უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო წესების მკაცრი დაცვა საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** თბომავლის მემანქანის შესაბამისი კვალიფიკაცია/სერტიფიკატი ** მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია საწარმოო გარემოში) ბენეფიტები: ** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური და საოჯახო პაკეტი) ** ტრანსპორტირება გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] გაითვალისწინეთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!