ტექ. დეპარტამენტის ტექნიკოსი
Job description
კურორტი "საირმე" ქმნის სივრცეს არა მხოლოდ დასვენებისთვის, არამედ პროფესიული რეალიზაციისთვის. ბუნების გულში, სუფთა ჰაერსა და უნიკალურ გარემოში, სადაც მინერალური წყლები, ტყე, სიმშვიდე და ცხოველთა ბუნებრივი ჰარმონია ერთ მთლიან გამოცდილებად იკვრება. ჩვენი გუნდი აერთიანებს ადამიანებს, ვისაც სჯერა, რომ სტუმარზე ზრუნვა იწყება გარემოზე ზრუნვით, ხოლო ხარისხიანი სერვისი — გულწრფელი დამოკიდებულებით. თუ გსურს იმუშაო ადგილას, სადაც ყოველდღე ბუნება გაძლევს ენერგიას, სიმშვიდე კი გაძლევს ფოკუსს — ეს შესაძლებლობა შენთვისაა. პოზიცია: ტექ. დეპარტამენტის ტექნიკოსი ფუნქცია-მოვალეობები: 1. ტექნიკური სისტემების მოვლა ** შენობის ტექნიკური და საინჟინრო სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა ** ელექტრო, წყალმომარაგების, გათბობა-გაგრილების და ვენტილაციის სისტემების მონიტორინგი ** ტექნიკური გაუმართაობის აღმოჩენა და აღმოფხვრა 2. ტექნიკური მომსახურება ** გეგმიური ტექნიკური მომსახურების (Preventive Maintenance) შესრულება ** მცირე სარემონტო სამუშაოების ჩატარება ** მოწყობილობების და დანადგარების გამართული მუშაობის კონტროლი 3. ავარიული სიტუაციების მართვა ** ტექნიკური პრობლემების სწრაფი და ეფექტური მოგვარება ** ავარიების დროს შესაბამისი რეაგირება და აღდგენის სამუშაოებში მონაწილეობა 4. უსაფრთხოების დაცვა ** ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვა ** სამუშაო პროცესში უსაფრთხოების სტანდარტების შესრულება ** ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების ტექნიკური სისტემების შემოწმებაში მონაწილეობა 5. დოკუმენტაცია ** შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა და შესაბამის ჟურნალებში დაფიქსირება ** აღმოჩენილი ტექნიკური პრობლემების შესახებ ხელმძღვანელობის ინფორმირება ** ტექნიკური სამუშაოების ჩანაწერების წარმოება. 6. თანამშრომლობა ** ტექნიკური მენეჯერისა და ცვლის უფროსის დავალებების შესრულება ** სხვა დეპარტამენტებთან კოორდინაცია ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად ** საჭიროების შემთხვევაში დახმარება სხვადასხვა ტექნიკურ სამუშაოებში ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას ** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს ** კვება ** ტრანსპორტირება უფასო ** დაზღვევა განაცხადის წარდგენის წესი: დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ: "თეთრეულის მრეცხავი" 598006354.